0

ვზროსლი

ვზროსლი არის ასაკით დიდი ადამიანი, რომელსაც გააჩნია მეტი ბაგაჟი და გაგება, ასევე შეუძლია თემის(იხილეთ განმარტება) გარასხოდება(იხილეთ განმარტება), რაც მისდამი პატივისცემითაა გამოწვეული ასაკის გამო.

-ვზროსლები მოვიდნენ რა და გაგვაშველეს თორე დავადუღებდი ადგილზე

0

ხიპიში

ხიპიში - ორ ან რამდენიმე ადამიანს შორის მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკება, რომელიც დაძაბულია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ გადაიზრდება ჩხუბში. ძირითადად გამოიყენება პოსტფაქტუმ, ამბის მოყოლის დროს.

-გუშინ შეჩემა გიუშას იქით უბნელთან უხიპიშია და ჩხირამ გაარასხოდა

0

თემა

თემა არის ძირითადად წინასწარ დაგეგმილი ქურდულის ზეგავლენით მომხდარი გარჩევა, სადაც ორივე მხარე მზადყოფნაშია თრახისთვის და ხშირად ჩარეულია ერთი ან რამდენიმე ვზროსლი, გაგებული ადამიანი ან კაი ბიჭი.

-თემა მაქ შეჩემა გლდანელებთან დაგირეკავ ხვალ და დრინი წამოიღე

0

ჩამოყლევება

გამოყლევების გამძაფრებული ფორმა. ნიშნავს ადგილზე, სრაზუ გამოყლევებას.

-ეგ რაიყო ბიჭო როვნახე ჩამოვყლევდი ბოშყო

0

ბაგაჟი

ბაგაჟი არის ცოდნის, კომპეტენციის სინონიმი. ხშირად გამოიყენება ადამიანის ქურდული განხრით ცოდნის და ქუჩაში ჩახედულობის გამოსახატად.

-ეგ მაგარი ბაგაჟიანია ვინმე დააყენე

0

გარასხოდება

გარასხოდება არის იგივე თემის(იხილეთ განმარტება) ჩაწვა, ორი დაპირისპირებული მხარის მიერ კონსენსუსამდე მისვლა. გარასხოდება ძირითადად ხდება ჩხუბის შემდეგ, შეიძლება შემდეგ დღეს, მესამე მხარის ჩარევით.

-კაი შეჩემა ნუ ნერვიულობ გარასხოდდებიან რა, ბაჩოა ჩარეული

0

ქეში

ქეში არის ადამიანი, რომელსაც მაგრად ევასება მოსაწევი და ვეჩნად დაბოლილია. ქეშაობა არის იგივე მარიხუანას დიდი დოზით მოხმარების პროცესი.

-მე სულ ვქეშაობ ბოზისგაზრდილი ვიყო))
-ეგ მაგარი ქეშია ტოო

0

ცირკაჩობა

ცირკაჩობა - იგივე მასხრობა. გამოიყენება მუქარის ან ხიპიშის(იხილეთ განმარტება) დროს, ოპონენტის შეურაცხმყოფელ ტერმინად და გამოხატავს მის არასერიოზულობას.

-ვინ ლაშას მამა რეებს ცირკაჩობ, ამაღამ შენ გარდაიცვლები.