28.03.2018
ჩემთან ნუ მოწევ
ძირითადად თხოვნით მოისმენთ უფროსი და ძალიან ახლობელი ადამიანისგან, რომელმაც პირველად დაგინახა როგორ ეწეოდი სიგარეტს, რამაც მასში მინიმუმ 5 წუთიანი ლექციის კითხვა და დიდი განაწყენება გამოიწვია, მაშინვე იწყებს ახსნას ის თუ როგორი მავნებელია შენთვის და როგორ ცდილობს თვითონ თავის დანებებას, რადგან დღეში 3 ''პაჩკამდე'' ადის და სანამ შენც მისნაირად იქნები გირჩევს დაანებო.
ასევე ხშირად მოისმენთ ''ლექციის'' დამთავრებისას, რომ სიგარეტში ფულის გადაყრას კამფეტები იყიდო და ის ჭამო ჯობია.