0

ტრაკის დაყენება

არავითარი კავშირი აქვს საჯდომის პარკირებასთან. წარმოადგენს რაიმე სახის აქტივობის შეწყვეტას. მიმართვის დროს აერთიანებს ჩაგვრისა და გაფრთხილების მახასიათებლებს.

1) თავიდან ბევრს ატრაკებდა, მაგრამ მერე ტრაკი დააყენა.
2) ტრაკი დააყენე, თორე დაგაყენებინებ!

0

ქართველები არა ხართ?!

ფრაზა, რომელიც გამოიყენება გაშველების დროს, მაშინ, როცა ჩხუბის შეწყვეტის მიზეზი არ არსებობს და დაპირისპირებულ მხარეებს საერთო არაფერი აქვთ.

რა ყლე გეტაკათ, ქართველები არა ხართ?!

0

მოგიჯვამენ

შეხედულების დაფიქსირება, რომ ხსენებულ იაფ ფასად კონკრეტული ნივთის ან მომსახურების შეძენა შეუძლებელია.

- 20 ლარად ვიშოვნი და ფულიც დამრჩება.
- 20 ლარად მოგიჯვამენ.