ბიძერი - ქართული სლენგის ლექსიკონი
0

ტო

უნივერსალური სიტყვა/დაბოლოება რომელიც გამოიყენება მამაკაცებში წინადადების დასრულლების შემდეგ უმეტესად კითხვით ფორმაში

-აუ როგორ ხარ ტო?
-მეღადავები ტო?

0

მიაფსი მამაშენს

გამოიყენება უმეტეს წილად ძველი თაობის წევრების მიერ ახალი თაობის წევრებისადმი როდესაც ბავშვი რამე განსხვავებულს იტყვის

-მამა უფრო გიყვარს თუ ხინკალი
-ხინკალი
-მიაფსი მამაშენს

0

1 ჭიქაც

აქ იგულისხმება ოჯახში სტუმრად მყოფი მამაკაცის ფრაზა რადგან მას ოჯახი ეხვეწება და ევედრება რომ უნდა წავიდნენ რადგან ბავშვები ტირიან

-დათო ,წავედით უკვე გვიანია,ეს ხალხიც დავასვენოთ
-1 ჭიქაც

0

ბალერონი

ამ სიტყვით მოიხსენიება 11-20 წლის მამრობით სქესის წარმომადგენელი რომელიც იცვამს დახეულ ჯინსებს,ატარებს შავ კეპს და 6 ლარიან კედებს და ფოტოებს იღებს შეტყუპებული ფეხისგულები და თითებით განზე

ეს ბიჭი ალბათ ბალერონია

0

დეოდორანტი

აუცილებელი ატრიბუტი საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლის შემთხვევაში,მაგრამ სამწუხაროდ დეოდორანტის არსებობა არ იცის ბევრმა ინდივიდმა

.