0

მეცხრე ბლოკი

90-იანებში მისტიურობით მოცული ობიექტი რომელიც არც-ერთ ადამიანს თავისი თვალით არ უნახავს მაგრამ რატომღაც შუქის წასვლას უმეტეს შემთხვევაში მის აფეთქებას აბრალებდნენ

-უიი შუქი წავიდა ნეტა რატოო ?
-ალბათ მეცხრე ბლოკი აფეთქდა

0

მიმიშვი მე ჩავრთავ მაგარს

ამ ფრაზას ხშირად მოისმენთ კლუბში ან მსგავს გასართობ დაწესებულებაში მყოფი ადამიანისგან რომელსაც არ მოსწონს მუსიკა რომელიც იმ მომენტში უკრავს, ამ ფრაზით ცდილობს გამოხატოს უკმაყოფილება და ჩართოს მუსიკა რომელიც მას მოეწონება

დიჯეი მიმიშვი მე ჩავრთავ მაგარს

0

სამი მეტრი ? დინამოზე კი არ ვართ

ეს ფრაზა გამოითქმის ირონიულად და იგი გულისხმობს იმას რომ მეტოქე უარზეა სამი მეტრით უკან დაიხიოს და იგი დგას თქვენ პირდაპირ რათა ხელი შეგიშალოთ ბურთის ჩაწოდებაში ან დარტყმაში

-სამი მეტრით გაიწიე
-სამი მეტრი? დინამოზე კი არ ვართ

0

ჯეირანი

ეს თამაში ძირითადად გამოიყენება მაშინ როდესაც ორი ან მეტი მხარე კამათობს რაიმეზე მისი წყალობით არაერთი დავა ან ჩხუბი განეიტრალებულა ასევე ეს თამაში არის გარკვეული აზარტის მატარებელი აზარტში მოიაზრება "ტურბოს" სტიკერებზე ან ფეხბურთელების კარტებზე თამაში

-მე დავიწყებ თამაშს
-შენ რატო? მე დავიწყებ
-მოდი ჯეირანი ვითამაშოთ

0

ჰაერი ყველასია

ეს ფრაზა რომელიც ძირითადად გულისხმობს იმას რომ ჰაერი ეს არის საზოგადოებრივი საკუთრება ძირითადად გამოიყენება კონფლიქტის ჩასახვისთვის

-ნუ მოგაქ ხელი ჩემს სახესთან ასე ახლოს
-ჰაერი ყველასია ძმაო

0

ბურთის პატრონი

ეს ადამიანი კონკრეტულ მომენტებში მოედანზე მყოფი ადამიანებისგან, რომლებსაც აქვთ თამაშის სურვილი სარგებლბობს განსაკუთრებული პატივისცემით რადგან იგი არის იმ მომენტში ერთ-ერთი იშვიათი ნივთის მფლობელი რომლის გარეშეც თამაში უბრალოდ ვერ შედგება და ხშირად ამ ადამიანს თითქმის ყველა სურვილი დაუყოვნებლივ უსრულდება ხოლმე, რათა თამაში არ ჩაიშალოს

-შენ კარებში ჩადექი
-კარებში არ ჩამაყენოთ თორე ბურთს წავიღებ
-კაი ხოო