0

ანონიმები/სარაჰაჰი

თინეიჯერებისთვის განკუთვნილი ბოღმის ამოსანთხევი მანქანა,ბევრი საკუთარ თავს უწერს მაგრამ ნიჩიო.მალე ყველაფერ გამოაშკარავდება და ყველას დაგენძრევათ

“აუ დამიწერე რა ანონიმებში”
“სარაჰაჰი გავაზიარე და გთხოვ რამე ინტრიგნული დამიწერე”
“ფუ დამპლები ეს ვინ დამიწერა”

0

გვერდი “რეალობა”

უნიჭო ხუმრობების მოყვარული საზოგადოების სამეფო რომელსაც არც თუ ისე ცოტა მომხმარებელი ყავს.

“ აუ რეალობამ მაგარი ხოხმა მიმე დადოოო ტოო”
“რეალობა როა ფაჯე მაგაზე ვაბოდებ”
ადმინი:”დამაფოლოუეთ ფაცებოოკზე,გმადლობთ”

0

აუ წამო გადასაღებად

სიტყვა რომელსაც საქართველოს მოსახლეობის გოგონების 99% იყენებს მაშინ როდესაც პროფილის ფოტო ბოლოს 2 კვირის წინ განაახლეს და ახლა ახალი ფოტოების გამოქვეყნების წუთები დადგა.ეს აქტი ძირითადად ხდება სადმე მიტოვებუო ადგილას რომელსაც გოგონები და არამარტო მიიჩნევენ არტად.

“ აუ ნინჩ წამო ფოტოების გადასაღებად ნანგრევები ვიცი მაგარი”

2

ქრაში.

ქრაში,უფროსწორედ კი 7,8,9 კლასელი გოგონების და ბიჭების მიჯნური.ეს სიყვარული ხშირ შემთხვევაში ცალმხრივია და მარცხით სრულდება თუმცა “დაქრაშული” ადამიანი მიჯნურის გამო ყველაფერზეა წამსვლელი.

“ვაიმე იქ დგას წამო ჩავუაროთ”
“ღმერთო გამიღიმა”
“ახლა მოვკვდები,მომესალმა”
“ვინ არის ეს გოგო/ბიჭი რომ ელაპარაკება?”