0

ასეთი ამბები...

ფრაზა, რომლითაც მთავრდება ქუჩაში შემთხვევით ნანახ არც თუ ისე ახლობელ ადამიანებს შორის უხერხული დიალოგი. ის მიანიშნებს ორივე მხარეს, რომ საუბარი დასრულებულია და მეტის თქმის სურვილი არცერთს არ აქვს. ხშირად მოყვება ფრაზები: -კაი, გავიქეცი ახლა და შენ იცი; -გამიხარდა შენი ნახვა და ა.შ.

-...ხოდა ასეთი ამბები...
(პაუზა)
-კაი, გავიქეცი ახლა და მომიკითხე შენები...
-აუცილებლად, შენც ასევე.

0

კამპუსა

მითიურ-ლეგენდარული ძაღლი ფრიუნი/აგრუნის სუბკულტურაში, რომელიც უნივერსიტეტის განუყოფელი ნაწილია და კაფეტერიასთან ერთად მის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

მგონი ამ კამპუსას ჩვენზე მეტად უვლიან.