0

სახმალაოდ გინდა?

საკმაოდ გავრცელებული ფრაზაა სიგარეტის მწეველთა შორის. როდესაც ერთი მწეველი მეორე მწეველს არა ადეკვატურ დროში სთხოვს სიგარეტის დატოვებას , შედეგად იღებს ადეკვატურ შეკითხვას სიგარეტის არ მოწეული ნაწილის ასაღწერად: რა იყო სახმალაოდ გინდა?

- ამხანაგო სიგარეტი დამიტოვე .
- ასე მალე რა იყო სახმალაოდ გინდა?

1

კარგად დაფიქრდით!

საკმაოდ გავრცელებული ფრაზა, რომელსაც გაიგონებთ ხელის მოწერისას ქართულ ტრადიციულ ქორწილში. აღნიშნული ფრაზით უმეტესწილად თავს იწონებენ მამრობითი სქესის წარმომადგენლები . მიუხედავად ხუმრობის არაეფექტურობისა , იგი დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

- კარგად დაფირდით, კარგად...