0

"მამალი ბიჩოკის ფენომენი"

გაჭირვების ჟამს ,სახლის წიაღისეულში აღმოჩენილი სიგარეტის მოზრდილი ნარჩენი,რომელიც ერთდროულად იწვევს მოქალაქეში: გაკვირვებას,აღფრთოვანებასა და ბედნიერებას,რომელიც ერთგვარ რწმენას აღვიძებს ადამიანში,რომ რაღაც მართლა არსებობს მაღლა...

ნახე რა მამალი ბიჩოკი გავაძრე

0

ანაკომი

გაურკვეველი ქიმიური გამოკვების საშვალება,რომელიც გამოიყენება:გაჭირვებისა და უსახსრობის დროს. მის ხშირ გამოყენებას თანახლავს გვერდითი მოვლენები:გონების დაქვეითება;აჩენს დამოკიდებულებას,იწვევს მწვავე ინტოქსიკაციასა და გენეტიკურ მუტაციას,მისი მოხმარების შემდეგ შეუძლებელია დაიბრუნოთ პირვანდელი სახე.

"მე ბეკონით გამიკეთე"

0

ეღადავე ჯოდასენს

დაზარალებული პირის მიერ წარმოთქმული პლებეური წარმომავლობის წყენა ნარევი წინადედბა,რომელიც ადრესატს მიანიშნდებდა,რომ აბუჩად აგდება არასწორი გადაწყვეტილება იყო.

-ეღადავე ჯოდასენს