0

ორჯერ ორი

მათემატიკური მოქმედება,რომელიც ხსნის ნებისმიერ მარტივ სიტუაციას ლოგიკურად.

კარგი რა როგორ არ გჯერა ეს ხომ ორჯერ ორია

0

თავიკაცი

თავიკაცი

ადამიანი,რომელიც მხოლოდ ქელეხებსა და ქორწილებში ახსენდებათ.

თავიკაცი აგვარებს ნებისმიერ პრობლემას,არის კოჭლი და უყვარს ფრაზა "რამე ხომ არ აკლია სუფრას".

0

უფროსი

ადამიანი,რომელსაც ჰყავს ყველაზე მეტი ჰეითერი,თუმცა ის მაინც სარგებლობს პოპულარობით,განსაკუთრებით თვის ბოლოს.

- დღეს ხელფასის დღეა.
- ესეიგი უფროსს ყველაფერი უნდა შეუსრულო.

0

გაჩითული

13-დან 17 წლამდე ვაჟიშვილი,გოგოების მაჩალკა,ბიჩოკა.

გაჩითულებს უყვართ ნახევრადჩაცუცქული ბაბუ ფოტოები და "ვაბშე ყველა გოგო".

0

სასაფლაოს ზაგარი

როდესაც გაზაფხულის დადგომით,აღდგომითა და ნათესავის გარდაცვალებიით ერთროულად სარგებლობ.

- ვაა სად მოასწარი დაზაგვრა,ზღვაზე იყავი უკვე?
- არა გოგო რა ზღვაზე ბიძაჩემს ჭიქა წავუქციეთ.

0

ნათესავი

არარსებული პიროვნება,რომელსაც ვიყენებთ არსებული პიროვნების თავიდან მოსაშორებლად.

- გამოხვალ გარეთ?
- აუ ვერა ნათესავს ველოდები.

0

ბოღმა

ღაბაბის თვითნებური გასიება სტრესულ სიტუაციაში.სტრესი გამოწვეულია ირაკლის ახალი მანქანით და მაგარი ნაშებით.

ამ შობელძაღლმა მეხუთე მანქანა გამოიცვალა,მაგრად დავიბოღმე უკვე.

0

ნიჭიერი,მაგრამ ზარმაცი

მშობლების მიერ ბავშვის სიზარმაცის გამართლება არარსებული ნიჭის ხარჯზე.ფრაზა უმეტესად გამოიყენება კრებაზე.

როგორ გეკადრებათ,ჩემი ყლევანი ნიჭიერია,მაგრამ ზარაცი

0

წამოვიდეს კაცო

სრულიად ზედმეტი,გეგმების ჩამშლელი ლაწირაკის დამატება სასტავში.მიზეზი:მეგობარს ვერ უტეხავ.მდგომარეობას ახლავს შინაგანი ზიზღი და თვალზე ცრემლი.

- ეს ჩემი ბიძაშვილია,ყლევანი,სტუმრადაა ჩემთან,წამოვიდეს ხო ჩვენთან ერთად?
- რა კითხვაა,წამოვიდეს კაცო.

0

ღობე-ყორეს ედება

აქტიური,ენერგიული ადამიანის მიმართ მთქმელის ჭკუით "დამცინავი წამოძახილი".

ამ დებილ კოტეს ხო ვერ გააჩერებ ერთ ადგილას,ღობე-ყორეს ედება