ბიძერი - ქართული სლენგის ლექსიკონი
0

აყლისთავება

გამოხატავს დაცემის ნაირსახეობას, რომელიც უფრო კომიკური ხასიათისაა, ვიდრე ზიანის მომტანი.

წარმოთქმისას, ძირითადად გამოიყენება, კარგად გამოკვეთილი ყელისმიერი "ყ".

- ლევანა რას შვრება?
- რავი, ბიჭო, გუშინ გახეული მთვრალი მოტასაობდა და შლაგბაუმზე აყ'ლისთავდა.

0

ძღნერი გიდუღს, სისხლი გგონია

ფრთიანი ფრაზა, გავრცელებული 35+ ასაკობრივ კატეგორიაში. ამ სიტყვათწყობის მოსმენა ძირითადად უწევთ დაუოჯახებელ ახალგაზრდა მამაკაცებს, რომლებმაც რაიმე ისეთი გააკეთეს(უარყოფითი ხასიათის) რაც ფრაზის წარმომთქმელს ძირითადად შემთხვევაში თვითონაც გაუკეთებია და ნანობს ამას ან უბრალოდ ჭკუა დარიგების ხასიათზეა. ძირითადად წინ უსწრებს ნაწილაკი ''ეჰ''

- კაი ნუგზარი ბიძია, ჩემ გოგოს შეხედა და აბა რა უნდა მექნა, არ უნდა დამეჭრა?
- ეჰ შვილო, ძღრენი გიდუღთ და სისხლი გგონიათ .