ბიძერი - ქართული სლენგის ლექსიკონი
0

ჩაისვარა

ჩაისვარა - ამ სიტყვით გამოხატავენ განწყობას იმ ადამიანის ქმედების მიმართ, როცა მისი დიდი იმედი გქონდა და ვერ გაამართლა, იგივე ,,გამაზა"... )))

ჩაისვარა ჩვენმა გუნდმა... )))

0

ნავაროტკა

ნავაროტკა - მანქანა, სახლი ან თუნდაც ველოსიპედი უცხო და ძვირადღირებული ნივთებით რომ არის მორთული და ამით არის განსაკუთრებული, ერთადერთი და იმენა სამარიაჟო...

მანქანის სალონია მაგარი ნავაროტკებით...)))

0

ჩემი კუჭი ვჭამე

ჩემი კუჭი ვჭამე - როცა გამოხატავ შენს განწყობას-აღფრთოვანებას, გაკვირვებას...

ჩემი კუჭი ვჭამე, რა გოგო მოდის...)))