0

ფლოსტები

ზაფხულის პერიოდში მეტად გავრცელებული ფეხსაცმლის სახეობა, რომელიც უზრუნველყოფს ფეხის მუდმივ განიავებას სიცხიან ამინდში, ასევე გამოიყენება აბაზანის სველ იატაკზე სატანტალოდ.

ჩემი ფლოსტები არ გინახავთ ?

0

თავს მოგაჭამ

ტერმინი ძირითადად იხმარება ემოციური აღელვების ფონზე , რაც თავისმხრივ გამოწვეულია გარკვეული სახის კონფლიქტისაგან, ამით ობიექტი ცდილობს სხვებს დაანახოს, რომ მშიერი არაა მაგრამ ფსიქიკურად გაუწონასწორებელია, რითაც ცდილობს სხვა ინდივიდის გაფრთხილებას, რომ მისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

მეორეჯერ შეგეშლება და თავს მოგაჭამ შე ვირიშვილო

0

ეგ ვიცი ასიანია

ძირითადად გამოხატავს ინდივიდის თავდაჯერებულობას, რითაც ობიექტი ცდილობს სხვებს დაუმტკიცოს, რომ იგი ჭეშმარიტებას ღაღადებს, შეიძლება გამოყენებულს იქნას როგორც " სტა პრაცენტიანი ხარ" (ეჭვი არ მეპარება შენს სიმართლში)

მასწავლებელი : გივი ჩამოთვალე თამარ მეფის ბრძოლები !
ძმაკაცი: აი სად დაგენ*რა
შენ : "ეგ ვიცი ასიანიი"...
მასწავლებელი: გივი დიდხანს გელოდო ?
შენ : შამქორი და ბასიანი !