0

დვაციტ პიატ ჩორნი დევი

ძველმოდური, მაგრამ უკვდავი სიტყვათ შეთანხმება, რომლის გადათარგმნასაც სთხოვენ იმ ადამიანს ვისი დაცინვაც სურთ. უმეტეს შემთხვევაში გავრცელებულია დაწყებითი კლასების მოსწავლეების ურთიერთდაცინვისას ან მოსწავლისა და მასწავლებლის დიალოგში.

*შეკითხვა რუსულის მასწავლებელს*
- მას! მას! დვაციტ პიატ ჩორნი დევი ქართულად როგორაა?
- ოცდახუთი შავი დევი
*განდონა ბავშვები იჯვავენ სიცილით*

0

დაყლეპროჭაობს

უმიზნო, მოცლილობის ჟამის აღმწერელი მოქმედება, როდესაც შენს საქმიანობას ან ყოველდღიურ ქმედებებს არანაირი მიზანი და აზრი არ გააჩნია.

- რას შვები შეჩემა?
- რავი დავყლეპროჭაობ მთელი დღეა

0

ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი

იგივე ნაკრძალი/შერვუდის ტყე - თავისა და წვერ-ულვაშისათვის (მამაკაცების შემთხვევაში) განკუთვნილი ადგილების გარდა, სხეულის სხვა ნაწილებში ფართო მასშტაბებზე გაზრდილი თმა (ფანჩარი, თმა იღლიაში, მკერდზე, ზურგზე), რომელიც წესისამებრ იმხელა ფართობს არ უნდა იკავებდეს, რამხელაც უკავია.

აუ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი, სიმონ! გაიპარსე შეჩემა, ირემი გამორბის!