0

დიდი ვერაფერი შვილია

როდესაც პიროვნება ან საგანი ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე. იხმარება ძირითადად ასაკოვანი საზოგადოების წრეში, ახლგაზრდა ნათესავის ან მეზობლის შვილის დასახასიათებლად.

-როგორი ბავშვია?
-დიდი ვერაფერი შვილი..

0

ფეხი სუნთქავს?

გამოიყენება სავაჭრო ცენტრებში, ფეხსაცმლის შეძენისას. მშობელი, ძირითად შემთხვევაში კი დედა აუცილებლად სვამს ამ კთხვას თუ ფეხსაცმლის მორეგებისას კმაყოფილება შეატყო შვილს. თავის დაზღვევის საშუალება ფეხის ჩახურებისგან.

-ფეხი სუნთქავს?