0

ახლა ნახე რა ვქნა

ფრაზა, რომელიც გამოიყენება ავტომანქანით საინტერესო და მეტად ამაღელვებელი ტრიუკის ჩატარებამდე არანაკლებ 3 წამით ადრე. ზოგ შემთხვევაში ეს ტრიუკი მძღოლისთვის უკანასკნელია.

ბბიიჯოოოოოო ახლა ნახე რა ვქნა აეეეეეე

0

აუ გოგო გითხრა

ფრაზა, რომელიც ამძაფრებს ინტერესს სასაუბრო საგნის მიმართ. გამოიყენება დაქალთან ცხელ-ცხელი ჭორების მოყოლის დაწყებამდე და წარმოადგენს ერთგვარ შესავალს.

აუ გოგო გითხრაააა მარის ახალი ბიჭი ჰყავს სანდროს ბიძაშვილის დის კლასელმა მითხრა ძაან სანდო წყაროააა)))