0

მშვიდობა

მისალმების კონსერვატიული ფორმა. ასევე გამოიყენება დამშვიდობების, ბოდიშის, მადლობისა და დაცემინების შემდეგ "ჯანმრთელობის" მაგივრად

-გამარჯობა
-მშვიდობა თქვენდა

0

არა მაშინ მე გავალ საერთოდ

უკმაყოფილების გამოხატვის ხერხი, როდესაც თანაწამყვანი არ გაცდის საუბარს

-მამა გაბრიელი ამბობდა...
-აუ აუ აუ დათო დათო შემოგზავნილი კითხვაა
- ნუ მაშინ მე გავალ საერთოდ და შენ გაეცი პასუხი

0

ამოჭრიან და გააშარჟებენ

დაუვრდომელი შიში იმისა, რომ არ ამოჭრან შენს მიერ წარმოთქმული სიტყვები და არ იხუმრონ მათზე

-ბერი ჩავიდა 500 მილზე და სატანის კრებას დაესწრო
-ამოჭრიან ეხლა ამას და გააშარჟებენ

0

აუ აუ აუ აუ (to infinity)

უნიკალური ხერხი რათა გააჩუმო ადამიანი, როდესაც ის ცდილობს პასუხი გასცეს დასმულ შეკითხვას

-ეხლავე გიპასუხებთ ამ კითხვაზე...
-აუ აუ აუ აუ (insert name)

0

ტო

ტო მიმართვის ფორმაა და ასრულებს ნებისმიერ წინადადებას, იხმარება თანატოლებთან ურთიერთობაში. ნაკლებ ფამილარული "შეჩემა".

"წამო ნაყინი ვჭამოთ რა"
"არა არა, არ მინდა, გაციებული ვარ ტო"