0

ტუალეტში წამომყევი

ჯგუფური აქტივობა, რომელიც გრძელდება საშუალოდ 15-45წთ. ძირითადად ახასიათებს ჰომო საპიენსის სახეობის მდედრებს. ატარებს რიტუალურ ნიშნებს და მოიცავს: მაკიაჟის შესწორება/გაკეთებას, სიგარეტის ჩუმად მოწევას, ნინის ექს-ბოიფრენდ ზუკასა და მისი ახალი გოგოს გაჭორვასა და, იშვიათ შემთხვევებში, ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

გოგგოოოო, ტუალეტში წამომყევიიიიი

0

ლიბერი

ლიბერტარიანელთა (სექტანტების) თაყვანსაცემი ზებუნებრივი ძალა, რომელსაც "ჩოხოსნებისა" და ოჯახის მსოფლიო კონგრესის ლიდერის ლექსიკონი ასე განმარტავს(ვციტირებ):" რომაული ცრუ-ღმერთების პანთეონის ავენტინური ტრიადის პლებეური ცრუღმერთი".
გადმოცემის თანახმად, "ცრუღმერთს" ახასიათებს ტრადიციებისა და ბნელი გონებების განადგურების სუპერძალა. მთავარი საკვები სახეობა: ჰომო სოვიეტიკუსევი .

ლიბერი იყო...