0

არა ბიჭო მოსკოვს დავეკითხები

საბჭოთა საქართველოში დამკვიდრებული ფრაზა, რომელიც წარმოითქმის რაიმე განსაკუთრებული წამოწყების, მიღწევისა ან კარიერული წინსვლისას. წარმოიშვა სსრკ-ს ცენტრალური, მკაცრი ბიუროკრატიული მმართველობის გამო, როცა საბჭოთა რესპუბლიკებში განხორციელებული ნებისმიერი პროექტი ცენტრთან - მოსკოვთან უნდა შეთანხმებულიყო.

,,არა ბიჭო მოსკოვს დავეკითხები"

0

8 მარტელი ცოლ-ქმარივით სიარული

გამოთქმა შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტში. აღნიშნავს უმიზეზოდ მოჩხუბარი, მაგრამ განუწყვეტლივ ერთად მყოფი წყვილების (არამხოლოდ წყვილების) განუწყვეტელ სიარულს, ვითომ საქმოსნობას. დამკვიდრდა სოფელ 8 მარტში (სარმანიშვილის კარში) მცხოვრები კოლორიტი ცოლ-ქმრის სონიას და ვიქტორას საპატივსაცემოდ.

,,რა რვა მარტელი ცოლ-ქმარივით დადიხართ"

0

ბაქოზე შეერთებული

საბჭოთა პერიოდის საქართველოში დამკვიდრებული ფრაზა, რომელიც გულისხმობს უფასოს, ულიმიტოს, უსასრულოს, გაუთავებელს. დამკვიდრდა საბჭოთა კავშირში ბუნებრივი აირის უფასოდ მოხმარების გამო.

,,ბაქოზე კი არაა შეერთებული"