0

დირკა ნაშოლ ჰაიდა პაშოლ

4 სიტყვით აღწერს მამრობითი სქესის წარმომადგენელს რომელსაც არ გააჩნია ან აქვს დაბალი სტანდარტები ქალებში, ფიქრობს მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე და მისთვის მთავარია სექსუალურ პარტნიორს ქონდეს ხვრელი (დირკა) ხოლო დანარჩენი სრულიად უმნიშვნელოა..

- როგორი იყო?
- რავი გოგო, ძაან ვნებიანია, დირკა ნაშოლ ჰაიდა პაშოლ არაა

0

რაა მამული

ბოლოში ემატება ნებისმიერ წინადადებას, რაც მას მატებს ღირებულებას, ანუ გარკვეული ქმედების გარეშე არაფერი გამოვა, სხვანაირად არ შეიძლება.

- თუ ჭამის მერე ერთი ჯიგრულად არ გააბოლე, რაა მამული

0

ყველა

დასაბამს იღებს ძველი შუტკიდან ჩაკ ნორისზე
(- იცი ძმა ჩაკნორისი რამდენ აჯიმანიას აკეთებს? - რამდენს?
- ყველას.)
შეუძლია ასახოს ყველაფრის რაოდენობა, მოცულობა და ა.შ

- აუ ტიპი მაგარი ჩაქცეულია შეჩემა, იცი რამდენი ფული აქ?
- რამდენი?
- რავი ტო, ყველა

0

მამაშენი მეშუშეა?

როდესაც რაიმეს ეფარები შენი სხეულით და ამით ვინმეს დანახვაში ხელს უშლი, სავარაუდოდ იგულისხმება რომ თუ მამაშენი მეშუშეა, გამჭვირვალეს გაგაკეთებდა..

რას ჩამომიდექი ტელევიზორის წინ შვილო, მამაშენი მეშუშეა?

0

მემთხვიოს *ლეზე

როდესაც ვინმეს რამე კარგს თავაზობ, ხოლო ის უმადური უარის გისტუმრებს, მიუთითებ რომ მსგავსი შემოთავაზების გამო უნდა გაკოცოს სასქესო ორგანოზე.

- ბიჭო გამო ვჭამოთ, ვკისრულობ
- აუ მეზარება შეჩემა
- თუ არც, მემთხვიე *ლეზე

0

შიგ ხომ ჩუნეს?

"შიგ ხომ არა გაქვს"-ის მოსომხურო ვერსია რომელიც ქართულ დასაწყისსა და სომხურ დასასრულს აერთიანებს და აზრობრივად აბსოლუტურად იგივეა, გამოიყენება ხუმრობით ფორმაში ახლობლებში

შენ ბიჭო შიგ ხომ ჩუნეს მართლა?

0

ათა ბაბა

'ადამ კუკუ'-ს, 'დენიკინი'-ს, 'ბებიაჩემი'-ს და ა.შ სინონიმი რომელიც სიძველის აღმატებულ ფორმას გამოხატავს

- რა ათა ბაბას დროინდელი შარვლით მოძრაობ შეჩემა

0

უკანონო მიშენება

გამოიყენება სახის ან სხეულის რომელიმე ზედმეტად გამოწეული ნაწილის ხაზგასასმელად

- ნახე ბიჭო რამხელა ცხვირი (ტრაკი) აქ
- ცხვირი (ტრაკი) კიარა უკანონო მიშენებააქ იმენა