0

პატრიარქი

ის, ვისი ნებაც უზენაესია.

— თქვენი აზრით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა როგორი უნდა იყოს?
— როგორც პატრიარქი გადაწყვეტს.

0

ლიბერალ-მარქსისტი

ოქსიმორონი, ანუ ტერმინი, რომელიც წინააღმდეგობრივ კონცეფციას გამოხატავს. იხმარება შეურაცხყოფის მიყენების მიზნით თავგზააბნეული ნაციონალისტი ან/და სოციალურად კონსერვატიული პირების მიერ ყველა იმ ინდივიდის წინააღმდეგ, ვინც დასავლეთისთვის ესოდენ დამახასიათებელ განმანათლებლობის ღირებულებებს ფუნდამენტურ ადამიანურ ფასეულობებად მიიჩნევს. ტერმინი გარეშე ჯგუფების ერთგაროვნების მიკერძოების (out-group homogeneity bias) ერთგვარი დემონსტრაციაა — კოგნიტური მიკერძოების, რომელსაც ადგილი აქვს მაშინ, როდესაც შეხედულებების, მსოფლმხედველობის, ან ღირებულებათა სისტემის გარშემო გაერთიანებული ინდივიდები ყველა გარეშე პირს და ჯგუფებს ერთნაირებად აღიქვამენ, როდესაც მათ ჯგუფს — მრავალფეროვნად. იგივე ფენომენის სხვა დემონსტრაციაა ფრაზები: „ყველა კაცი ერთნაირია“, „ყველა უცხოელი ერთნაირია“, „ყველა არაქრისტიანი ერთნაირია“ და სხვა.

ლიბერალები, მარქსისტები, ანარქისტები, სოციალისტები და კომუნისტები — ყველანი ერთნაირები არიან — ლიბერალ-მარქსისტები!

0

ათეისტი

1. იაღოველის ნაირსახეობა;
2. სატანიკოსი;
3. ადამიანი, რომელიც პირჯვარს არ იწერს ეკლესიასთან ჩავლისას;
4. ადამიანი, რომელიც როკიდან მძიმე მეტალამდე რამეს მაინც უსმენს, იგივე როცკელი;
5. ლიბერასტი.

— ღმერთს გეფიცები, თუ ათეისტი ვიყვე.
— ღმერთს რა პონტში იფიცებ, არაქრისტიანულია. ათეისტი ხარ?!

0

გაჯმევინება

პროცესი, რომლის დროსაც ინდივიდის ადგილიდან ან საზოგადოებიდან მოშორება ხდება მისი ნების საწინააღმდეგოდ. ასეთ დროს, გაჯმევინებული, როგორც წესი, უსუსურია და ვერაფერს შეცვლის. ინტერნეტ სივრცეში, გაჯმევინება საკმაოდ ხშირი და გავრცელებული ფენომენია. გაჯმევინების შემდეგ, დიდი სურვილის არსებობის შემთხვევაში, გაჯმევინებული ხშირად ცდილობს, ახალი, ყალბი პროფილებით უკან შეკვეხებას.

— გუშინ ერთმა ყლემ ტვინი მომიტყნა მაგაზე.
— მერე, რა უთხარი?
— არაფერი; ტვინის ტყვნა რომ დამიწყო, ეგრევე გავაჯმევინე.

0

ფეისბუქის გაუქმება

მოვლენა, რომელიც ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც მოზარდი ვინმეზე ან რამეზე განაწყენებულია და, ნერვების დამშვიდების მიზნით, სურს, დროებით მოსწყდეს სოციალურ ქსელში მეგობრების პოსტების ნახვის რუტინას. როგორც წესი, ფეისბუქის გაუქმება მრავალჯერადი პროცესია და წელიწადში რამდენჯერმე მაინც ხდება მოზარდების უმრავლესობის მხრიდან. ფეისბუკს, ხანდახან, აუქმებენ ზრდასრულებიც, თუმცა ამ შემთხვევაში, ხშირად, გაუქმების ფუნქციის გამოყენების ნაცვლად, ისინი პროფილის სახელს იცვლიან და ირქმევენ „Gauqmebulia Gauqmebulia“-ს. საზოგადოების შედარებით ინტელექტუალური ფენა, ფეისბუქის გაუქმების ნაცვლად, ცდილობს, საკუთარი ემოციები აკონტროლოს და მეგობრებიდან გააჯმევინოს ხალხს, რომელიც მათ გულზე არ ეხატებათ, ან, მინიმუმ მათი პოსტების გამოწერა გააუქმოს (დააანფოლოუოს).

fbs vauqmeb ;* magrad yvela ))

1

ბნელი გრუზინი

ტერმინი, რომელსაც პოლიტიკურად პროგრესული ფლანგი იყენებს ეპითეტად ოპონენტების წინააღმდეგ, მათი დამცირების მიზნით. წარმოადგენს კარგად ნაცნობი „შე არასწორო“-ს ერთგვარ თანამედროვე, პროგრესულ ვერსიას. ხშირად ზემოაღნიშნული ეპითეტი სრულიად დამსახურებული და სამართლიანიც კი არის და სუბიექტი მართლაც რომ გაუნათლებელი და ბნელია, მაგრამ, უფრო ხშირად, ტერმინი პოლიტიკური კორექტულობის დამცველთა და სოციალური სამართლიანობის მეომართა მიერ გამოიყენება დისკურსის, ენის და ხალხის აზრების კონტროლის მიზნით მაშინ, როდესაც ოპონენტების წინააღმდეგ არგუმენტები გამოელევათ.

როგორ ბედავ ასეთი რამის თქმას, შე სექსისტო, ჰომოფობო, ქსენოფობო, ისლამოფობო, ბნელო გრუზინო?!!