0

ეხლა გახდა ბროდვეი??

ეს ფრაზა გამოიყენება იმის აღსანიშნად, რომ ქუჩაზე სხვა დროს მოძრაობა უმნიშვნელოა და სწორედ მაშინ გახდა ისეთი გადატვირთული, როგორც ბროდვეი, როცა ჩვენ დაგვჭირდა ქუჩის გადაკვეთა ან საპარკინგო ზოლიდან მანქანის გამოყვანა.

აუუ, ეხლა გახდა ბროდვეი მე რო მანქანის გამოყვანა მომინდა ბლიად

0

დაგვრჩა გოროდი თბილისელებს??

ფრაზა, რომელიც გამოიყენება აღდგომის პერიოდში თბილისში დარჩენილი მოსახლეობის მიერ იმის აღსანიშნავად, რომ ყველა პროვინციელმა დატოვა ქალაქი. რეალურად ისინი უბრალოდ უფრო სტაჟიანი ჩამოსულები არიან და უბრალოდ აღარ იმჩნევენ.

-ნახე, ნახე, დიღომში მანქანის ჭაჭანება არაა
-ხოო შეჩემა, დაგვრჩა გოროდი თბილისელებს