0

მოუნათლავ კატასავით სიარული

ზოგადად ეს მოქმედება წარმოადგენს სიარულის ისეთ ტიპს რომელიც ძირითადად ხორციელდება დახურულ სივრცეში უფრო ხშირად სახლში და რაც მთავარია აქ ყურადღება ექცევა ამ მოქმედების შესრულების დროს,როცა სახლში უკვე ყველას ძინავს დე ერთი ვინმე მათგანი ღამე უმიზნოდ ოთახიდან ოთახში მოძრაობს და იწვევს ხმაურს ხშირ შემთხვევაში ეს გამოწვეულია უძილობით ან შიმშილით

რა მოუნათლავ კატასავით დადიხარ დაწექი დაიძინე და დაგვაძინე.

0

ტუზის დაცემა

დალოცვის გამომხატველი ფრაზა, გამოიყენება როდესაც შენი მეგობარი მთელი სულით და გულით გისურვებს წარმატებებს, ხშირ შემთხვევაში ასეთი სტილით მეგობრის გამხნევება გამოცდის წინ ხდება ან როდესაც დიდი ხნით ემშვიდობებიან ერთმანეთს

ტუზი დაგეცეს ძმა აბა შენ იცი