Iko McCane (23 ქულა)
მისტიური ადგილი, სადაც ბუმბულის მოხვედრის შემთხვევაშიც კი ფატალურ შედეგს მივიღებთ. ხშირად ამ გამოთქმას მოყვება ფრაზა "მერე სად მიდიოდი".
- ნუ თამაშობთ მაგ ჯოხებით ბავშვებო, საფეთქელში რომ მოარტყათ ერთმანეთს მერე სად მიდიხართ?!
ფრაზას მოვისმენთ ადამიანისგან, რომელსაც უნდა რომ განამტკიცოს აზრი, რომ არ აქვს ფული. ხშირად ეს ფრაზა მოყვება ფულის თხოვნას.
- ბიჭო, რამე ფულიარ გაქ რომ მასესხო?
- რა ფული ტო, 5 თეთრიანს ჩაქუჩით დავსდევ.
ორივე სიტყვა აღნიშნავს სახეზე და მის მიდამოებში ამოსულ გიგანტურ "პრიშიკს". ხშირ შემთხვევაში, დამცინავი პიროვნება "პრიშიკით" დაზარალებულს სთხოვს გააცნოს მის სახეზე გაჩენილი ახალი მეგობარი და დაზარალებულიც ვალდებულია წარმოთქვას ჯემალი/გრენდაიზერი და ჩამოართმევინოს ხელი ახალ გაცნობილ მეგობრებს, რათა აირიდონ თავიდან რაიმე გაუგებრობა მომავალში.
- ვახ ეს ახალი ძმა ვინაა.
- გაიცანი ჯემალი. დღეს ერთად ვგულაობთ.
აღნიშნავს "ძალიან ბევრის" აღმატებით ფორმას.
- გიორგა როგორი ტიპია?
- მაგარი ისპალნიწელი ბიჭია. მაგას კამანდა ყავს დაჭრილი ვედრო-ლარად.
ფრაზას მოისმენთ ნებისმიერი უბნის ბირჟაზე. ბირჟის წევრები ელოდებიან მისტიურ მოვლენას, რომლის შემდეგაც "დაგაზავენ" საქართველოდან და ყველაფერი კარგად იქნება...
-გამუარჯოს კვიტრიხ, ძმა რას შვები კიდე ბირჟას ამაგრებ?
-ბიჭო ხოო რა, აი რაღაცას ველოდები და მერე მოვხევ აქედან რა.
გამოთქმას ხშირად მოვისმენთ იუმორიანი ყ*ისგან, რომელსაც ხშირად უწოდებენ ყ*ეს, მაგრამ არ აქვს ტრაკი საკადრისად გასცეს პასუხი. მორალი: "სულ არპასუხს სჯობს"
- აუ რა სუპერ ყ*ე ხარ!!
- აქ ყ*ე არავინ არაა...
aka "სტოგრამი" - კაცობრიობის ყველაზე დიდი აღმოჩენა, რომელიც ძირითადად გამოიყენება ალკოჰოლის მიღების მეორე დღეს. წამალი რომელიც არჩენს: ნაბახუსევს, თავის ტკივილს, უხასიათობას, გაციებას, ინფექციურ დაავადებებს, სისხლძარღვთა დაავადებებს, კიბოს, შიდსს, სიკვდილს და ა.შ.
- აუ, გასკდა თავი... რა იყო ეს გუშინ?!
- მერე მაგას ხო იცი რა შველის?
- რა?
- სტოგრამი! (ალმაცერი ღიმილით)