0

ძველების ნათქვამია

ტერმინი გამოიყენება ხანშიშესული ადამიანების მიერ და გამორიცხავს საკითხის თანამედროვე ჭრილში განხილვას. წარმომთქმელი პირი ბრმად ენდობა წარსული თაობის ე.წ. "ძველების" გამოცდილებას და არ უშვებს "კომპიუტერის თაობის" წარმომადგენლის მიერ პრობლემის უკეთესი გადაჭრის ხერხის აღმოჩენის ალბათობას.

- ბეე ვიბან
- დღეს ორშაბათია
- ვტფ?
- არ შეიძლება, ძველების ნათქვამია

0

ნასესხები ამინდი

ტერმინი გამოიყენება ანომალიურ სიტუაციებში, როდესაც ზამთრის პერიოდი უკან არის მოტოვებული, თუმცა მაინც საკმაოდ ცივა.

- აუ დღეს რაღაც ძაან აცივდა
- ჰოო ნასესხები ამინდებია