0

ხოხვთები?

იგივე ხო ხვდები.
ფრაზა ეკუთვნის ცნობილ ზესტაფონელ მათემატიკოსს, ბატონ კობა კობერიძეს. ფრაზის წარმოთქმისას აუცილებელია მოვკეცოთ შუათითი და არათითი, დარჩენილი თითები გავიშვიროთ მოსაუბრესკენ, თან ხელი ავათანთალოთ და წარმოვთქვათ სიტყვა.
პ.ს. სასურველია ფრაზის სწრაფად წარმოთქმა.

-მას ეს ვერ გავიგე...
-ეუუუუ ... ხოხვთები?

1

ქუსლური კარებზე

იგივე კარზე ფეხის მირტყმა, რომლის საშუალებითაც, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, შესაძლებელია ბავშვების დაწყნარება. ეს უნიკალური ხერხი, სასწავლო ოთახში სიმშვიდის შესანარჩუნებლად, გამოიგონა ცნობილმა ზესტაფონელმა მათემატიკოსმა და უნაროლოგმა, ბატონმა მამუკა ჭაჭიაშვილმა.

-(ხმაური ოთახში) -,,დგშ...'' გეყოთ ეხლა!

0

შტიმავი

სექსის ერთ-ერთი ფორმა, რომლის მიმდინარეობისას დომინანტი არის აუცილებლად მამაკაცი, ხოლო მეწყვილე (არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ქალი, კაცი, ირემი, შეყვარებულის კატა თუ ფუღურო) მთელი არსით დაქვემდებარებულია დომინანტზე და ყველაფრის უფლებას აძლევს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ამის სურვილი.

- რა უქენი ჩემ კატას?
- მოვშტიმე!

0

ალიკა

საქართველოს საუკეთესო კლუბის, ზესტაფონის, ერთგული გულშემატკივარი. თუ ოდესმე ზესტაფონის თამაშზე მოხვდებით და ალიკას ნახვას მოისურვებთ, დააკვირდით თამაშს რომელ მხარესაც ზესტაფონი უტევს, შემდეგ დააკვირდით გულშემატკივრებს და მოძებნეთ შავგრემანი, ფეხზე დამდგარი, ცალ-ხელ წინგამოწეული ადამიანი, რომელიც იმ მხარესაა გადახრილი, საითაც ზესტაფონი უტევს, ალიკას ეკუთვნის მსოფლიოშ ცნობილი ფრაზა: ,,ზესტაფონი აააააააა...''

-არ დამარტყა ბიძია გიჟი ვარ მე, გიჟი...

0

კორკიმელიჩი

ამიერკავკასიის საუკეთესო გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული გულშემატკივარი. გამოირჩევა ზესტაფონის თავდადებული გულშემატკივრობით და მრავალფეროვანი გინებით. მას ეკუთვნის ცნობილი ფრაზა: ,,ვინც არ დოუკრას ტაში, ალიკა (იხილეთ განმარტება) დოუჯდეს სახლში!''

-კორკიმელიჩ, თითო ჭიქა გადავკრათ და თამაშიც გახურდება...
-დაასხი

0

ირინეს პარკი

ოოოოო... ადგილი საქართველოს ველური დასავლეთის, ზესტაფონის, შუაგულში. მის შესასვლელთან შევხვდებით ყველასათვის ცნობილ სავაჭრო ცენტრს -- ,,მაიას ბუტკას'' (ქალაქში ბოჩი არ დეიარება ისეთი, რომ კევა მაინც არ ჰქონდეს ნაყიდი აქ). პარკში შესასვლელად გვაქვს რამდენიმე ვარიანტი, რომელთაგანაც ყველაზე მარტივია და ხელსაყრელია ცენტრალური შესასვლელი, თუმცა... ლეგენდის თანახმად ,,სულელ კახას'' დაგინებული აქვს ცენტრალური შესასვლელიდან შესვლაზე, ამიტომ უმჯობესია ,,რთული'' გზის არჩევა. პარკის შესასვლელთან მარჯვენა მხარეს შევხვდებით 60 წელს გადაცილებულ მამაკაცებს, ხოლო ცენტრალური აღმოსავლეთით, ბურბუშელების ბუტკასთან, შევხვდებით პატარა ბავშვებსა და ბინების სასიამოვნო მოსახლეობას. ეს არის ის ორი ადგილი, რომლის გამოც აქ გავლა ღირს. პარკში ასევე, სამწუხაროდ, შევხვდებით ფურთხია საზოგადოებასა და მეშვიდე სკოლისა თუ მეხუთე სკოლის ,,შავ სასტავს'', რომლებიც ბირჟას ამყარებენ (უფრო ამყაყებენ). აღსანიშნავია ერთ-ერთი ამყაყებელი, რომელსაც 29-ე ქიმიური ელემენტის სახელს ეძახიან. ამ ყველაფრის გამო იქ შესვლა შეგეზიზღებათ, თუმცა საერთო ჯამში პარკი ლამაზია და ერთი ორი პლუსიც გააჩნია.

...