0

თომარი

აღგზნებული ფიქრის დასაოკებლად ხელის მოუთოკავი მოძრაობა ტრფობის სხეულზე. იწვევს თვალის გუგების გაფართოებას, გულის ცემის აჩქარებას და გაოფლიანებას (გააჩნია თომარის ინტენსივობას).
აღნიშნული სიტყვა ხშირად გამოიყენება ძმა-ბიჭებთან, წარმატებული შეხვედრის აღსაწერად და თავის მოსაწონებლად.

მაგ. ნინუცა ხომ გახსოვთ, ერთი თვეა რომ ვეჩალიჩები, ხოდა გუშინ მაგრად ვეთომარე (ფრაზას ახასიათებს თავმომწონე ღიმილი და თავდაჯერებული თავის ქაცუნი).

0

მტლაშა-მტლუში

შოთა რუსთაველს რომ სძულს, ეგეთი მოსიყვარულებისას გამოცემული ხმები. აღნიშნულ ხმებს შეგიძლიათ ყური დაუგდოთ კინოთეატრების ბოლო რიგებში ან ნახევრად ჩაბნელებულ პარკებში.

პ.ს. შესაძლოა, ბავშობაში ხშირად გიცქერიათ ამ ხმების გამომწვევი აქტივობისთვის ტელევიზორში, მაგრამ ხმა დაწეული გქონდათ. იცოდეთ, ეს იყო მტლაშა-მტლუში.

მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა-კოცნა, მტლაშა-მტლუში