0

იბიარდი

EBRD - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. ადგილი, სადაც მოღალატე მეუღლეები არ დადიან.

"რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, ქალბატონო ეკა? მე იბიარდზე ვერასოდეს ვერ ვიქნები. მე ერთგული მეუღლე ვარ!" - სოსო ჯაჭვლიანი

0

სახალხო არტისტი

ერისა და ქვეყნის წინაშე დამსახურებული პიროვნება, ძირითადად - ხელოვნების დარგში.
არსებობს ფენობრივი დაყოფის ბიპოლარული თეორია, რომლის მიხედვითაც საზოგადოება იყოფა ორ ნაწილად: სახალხო არტისტები და არავინ. ამ თეორიის ფუძემდებელია ქ-ნი გურანდა გაბუნია. საბედნიეროდ, მას არ ჰყავს ბევრი მიმდევარი.

"შენ მე ნუ მედრები. მე სახალხო არტისტი ვარ, შენ არავინ არ ხარ, არავინ! გაჩუმდი!" - გურანდა გაბუნია

0

ცუილა

ადამიანი, რომელიც გაუბედავად დაიარება სხვადასხვა ადგილებში და ცდილობს, შეუმჩნეველი დარჩეს სხვებისთვის. ეს სიტყვა პირველად გამოიყენეს თიანეთის რაიოში, შემდეგ კი გავრცელდა და დამკვიდრდა სრულიად საქართველოში.

"მაგას ცუილა დაარქვეს, ღამე შემოიპარება და დილით გაიპარება ხოლმე" - თ. მეჭიაური

1

სეისბურქი

"ვინც იმათ აი ძალიან დააფასებთ... შემდეგ რა გაინტერესებთ?"

იხ. ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=DPaEuO4ARH8