0

უნივერსალური ასო ბგერა, რომელიც გამოიყენება ძირითადად ასო ბგერა “დ”-ს ადგილას, სიტყვისთვის სითესლის შესაძენად, სახელების შემთხვევაში სახელის მატარებელი ადამიანის რაღაც კონკრეტული,დღემდე ამოუხსნელი სოციალური სტატუსის, და ამავდროულად სითესლის მისანიჭებლად. ასევე ძალიან ხშიდად იხმარება რუსული ენის ცოდნის და რუსეთის ნაცხოვრობების ირიბ მინიშნებად (ასევე გაურკვეველი მიზეზის გამო)

ძიმა, ძიმკა, ბრაძიაგა, რას დაბრაძიაგობ ტოო

0

იმენნა ყველაფერი ვუქენი მაგის გარდა

სიტყვათა შეთანხმება, ე.წ. “მტყვნელაჩის” ავტორიტეტის შესანარჩუნებლად, ვითარებაში, როდესაც ახალგაზრდა ყმაწვილის და ახალგაზრდა გოგონას პირველი შეხვედრა სექსის გარეშე დამთავრდება, მაგრამ წინა დღეს საძმაკაცოში ნატრაბახებია რომ მოხოდილია და უეჭველი იძლევაო.

-რა ქენი გუშინ იმასთან?
-აუ რავი ბიჭო იმენნა ყველაფერი ვუქენი მაგის გარდა, პროსტა მერე გვიანი იყო და სახლიდან დაურეკეს.

0

კუტუმიცინი

ხმარებიდან გასული, მაგრამ მაინც შემორჩენილი უარყოფითი კონტექსტის მატარებელი სიტყვა, როცა ვინმე ძალიან ყლეობას, გოიმობას, გაიძვერობას, სისულელეს, სითავხედეს და სიბრიყვეს ერთდროულად ჩაიდენს, რის შემდეგაც ძლიერ კმაყოფილებას და სიამაყეს გამოხატავს და იცინის ყლესავით.

რას იკრიჭები შეჩემა კუტუმიცინივით?
- შენი კუტუმიცინი კარგის ტრაკიც მოვტყან

1

პროჭპაჭუნა

ეგრედ წოდებული “ბუასილის” ალერსობითი, მოფერებითი ფორმა.

ვა, შემც პროჭპაჭუნა გიჭირს ბიჭოო?!

0

ასო ბგერა ჭ რომელიც გმოიყენება ხანდახან რაიმე კონკრეტული საგნის, ადმიანის, ობიექტის ან მდგომარეობის დასაკნინებლად, მისი უარყოფითობის და უვარგისობიეს დასაფიქსირებლად

- რომელ სასტუმროში იყავით გუშინ?
- არ რავიცი ბჯ, რაღაც მაგარი ჭ სასტუმრო იყო, არც ვიცოდი თუ არსებობდა

- ეგ ტიპი ვინ არის აქამდე არ მინახავს?
- აუ ეგ მაგარი ჭ როჟაა.

0

ყვერების ჩაკოცნვა

გამოიყენება 1980 წლამდე დაბადებულ ადამიანებში, როდესაც ერთმანეთისადმი ან ვინმესთვის დიდი პატივისცემის და სიყვარულის გამოხატვა სურთ, ასევე იმათ მიმართ რომლებსაც "მართალია მთლა კარგად არ იცნობენ მაგრამ გაუგიათ რომ მაგარი ჯიგარია" ან სულაც არ არის ჯიგარი მაგრამ გაჩითული ტიპია და შეიძლება საქმეს გამოადგეს. (ქართველი მამაკაცების მიერ ამდაგვარი ქმედებით ვინმესთვის ყვერების ჩაკოცნვა მამაპაპური და ვაჟკაცური ქმედებაა, რის გამოც ხშირად სადღეგრძელოც ისმევა, რაც მას საკრალურ მნიშვნელობასაც კი სძენს ხოლმე და ეს ყველაფერ მთავრდება ქართველი მამაკაცების ქება დიდებით, აუცილებლად წინაპრების გახსენებით და თუ ახლო მახლო სადმე პატარა ბავში დარბის მისი პასპორირტის შეთვალირებით)

ვა როგორ ხარ გიუშ? მამაშენი მაგარი კაცია, რო ნახავ ყვერები ჩაუკოცნე.

აუ ზურიკო შენ შემოგევლე ძმაო, ეხლა აქ რო არ ვიყოთ ყვერებს ჩაგიკოცნიდი.