0

განგრეული

ზომაზე მეტად რაიმეს ზემოქმედების ქვეშ ყოფნა.

გუშინ კუკუშა განგრეულ კაიფში იყო, აზრი არ ქონდა მაგასთან ლაპარაკს...

0

წირპლიანი

დამამცირებელი მიმართვა ან ეპითეტი ვინმეს მიმართ, რომელიც ადრესატის გამოუცდელობას და საკუთარი თავის მოვლა/მართვისადმი მოუწიფებლობობას უსვამს ხაზს. ტერმინი საკმაოდ ძველია და მას ძირითადად ასაკში შესული ადამიანები იყენებენ.

რა მანქანა მოგინდა შე წირპლიანო მაიმუნო?!

0

შიგ ხომ არ გაქვს?

კითხვა რომელსაც ძირითადად უსვამენ პიროვნებას რომელიც კითხვის დამსმელის აზრით, ძალიან ცდება, ან/და არაადეკვატურად იქცევა.

- გუშინ ჩემი და შენი ტელეფონი დავალომბარდე
- შენ შიგ ხომ არ(ა) გაქვს?