ბიძერი - ქართული სლენგის ლექსიკონი
0

მომავალ წელს კარგად ვისწავლი

უიმედო ან გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი მოზარდი მოსწავლის ფრაზა , რომელმაც თვითონაც იცის რომ ვერ ისწავლის კარგად მაგრამ,მშობლებისგან მოსალოდნელი პოტენციური საფრთხის გამო უწევთ ამ ფრაზის გამოყენება.

-ასე გააგრძელე და სახლიდან რო გავარდები ვნახავთ მაგასაც .
-კარგი მამა გეფიცები მომავალი წლიდან კარგად ვისწავლი

0

სიდედრი

უძლეველი მითოლოგიური არსება , რომელიც დღესდღეობისაც დაუმარცხებელია

თმებით არ მათრევინო თავიიი

0

გავიფენ მაგას კაცო

თავდაჯერებული ვაჟკაცის ფრაზა რომელიც მის ზებუნებრივ ძალებში დარწმუნებულია და თვლის რომ ნებისმიერი ოპონენტს ძლევს

-აუ ბიჭო შეხე ეე რადაკუნთულიაა
-კაი ბიჭო რა დაკუნთული , გავიფენ მაგას ადვილად რაა

0

20 თეთრი ხოარ გექნება ძმა

ეს ფრაზა ხშირად გვხდება სკოლაში მაღალკლასელი მუჟიკებისგან დაბალკლასელი მოსწავლეებია მიმართ, როცა ისინი ცდილობენ ზრდილობიანად გამოძალონ ფული პატარას რადგან ის 20თეთრი ბულკზე აკლდებათ,რაც მათ საარსებო წყაროს წარმოადგენს

-ზედმეტი 20თეთრი ზოარ გექნება ბრატ შემთხვევით
-არა არმაქქქ
-აბა ეხა ამოატრიალა ჯიბეეე ბიიი დროზეეე

0

ჯოისტიკი არმუშაობდა კარგად

კიბერსპორტის უფრო ხშირად ფიფას წაგებული მოთამაშეებიდან წამოსული წაგების გამპრავებელი ფრაზა ,რომ თითქოს რომარა ასეთი ჯოისტიკი მოიგებდა და არ გაუმართლა და რითი იმართლოს თავი არიცის

-ჰაა ბიჭო იმენა გადაგიარე ფიფაში
-რა გადამიარე ბიჭო ჯოისტიკი არმუშაობდა კარგად

0

აბა მოვიდა მატარებელიი

ეშმაკური და გონივრული ხერხი რომელიც გამოიყენებოდა , ურჩი ბავშვების პირის გასაღებად რათა ეჭამათ.მოიხმარენ ძირითადად დედები.(თუ არ გაამართლა ამ ხერხმა შეიძლება კარგი ბათქი-ბუთქიც აიწიოს სახლში)

აბა დედი მოვიდა მატარებელიიი გააღე პირი და ჭამე ეს ქაში

0

ჩუსტი

მოძალადე ბებოების საოჯახო ცივი იარაღი.გამოიყენება ძირითადად შვილიშვილების დასაშინებლად

ახლაა თუ გამოგიქანე ეს 40 ზომა ჩუსტტიიი...

0

კიშკაობა

ჭამა იქამდე სანამ პირიდან არ ამოგივე ისევ ან ასე რომ ვთქვათ გულიანად ჭამა.

-მიდი ბიჭო იკიშკავე მაგრად მომავალ წლამდე როარ დაგჭირდეს ჭამა ისე

0

პატარა ლებრონი

უბნის სახე , ნ1კალათბურთელი ,რომლის ყურებითაც მთელი უბანი ტკბება ,მაგრამ ამ დროს ქროსოვერსაც ვერ აკეთებს მიუხედავად ამისა, უბნის ბავშვები მაინც ლებრონად მიიჩნევენ ,იმიტომ რომ, მაგას დააქვს ბურთი ყველაზე კარგად.

უნბის პატარა ლებრონუხა ხარრ

0

ბუტირკა

დაბალი სოციალური ფენის 50წელა გადაცილებული მუჟიკი ხალხისთვის განკუთვნილი იაფფასიანი სიმღერები , რომელოც მათში ზღვა ემოციების მოზღვავებას იწვევს და შეიძლება ამ დროს კარგადაც დაგნაყოთ , რადგან თავს ვერ აკონტროლებს

-ჩართე ბიჭო ერთი ბუტირკები , გავიხსენო კაი ახალგაზრდობა... ოოო რაკაი დროიყო ჯოო