ბიძერი - ქართული სლენგის ლექსიკონი
0

უფრო მაგარი

როდესაც ადამიანს უგზავნი ერთ სიმღერას, მოულოდნელად კი გახსენდება უფრო მაგარი სიმღერა, რომელიც ბევრად სჯობნის უკვე გაგზავნილს და დაუყოვნებლივ სთხოვ, მოუსმინოს მეორეს.

მოუსმინე, არა მოიცა, უფრო მაგარი ვიცი.

0

ვათვალიერებ

მაღაზიაში შესული პოტენციურად მყიდველი კლიენტის ფრაზა, რათა თავიდან მოიშოროს მომაბეზრებელი კონსულტანტი, რომელიც კუჭში დაჰყვება და არ აძლევს დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალებას.

- გამარჯობა რით შემიძლია დაგეხმაროთ ?
- ვათვალიერებ

0

უნდა შევიდეს

სიმღერის ის მონაკვეთი, ძირითადად მისამღერი, რომლის შემდეგადაც უფრო კარგი მოსასმენია, ვიდრე მანამდე

დააცადე, შევა ახლა

0

ცეკას მდივანი

ზემოთაღნიშნული თანანმდებობის მქონე ადამიანი, რომელიც მოიძებნება აბსოლუტურად ყველა ოჯახის წინაპრებში. აღსანიშნავია ისიც, რომ ცეკას მდივნების რაოდენობა ზედმეტად გადაჭარბებულია და არარსებულიც კი

ბაბუაჩემი ცეკას მდივანი იყო