0

მის თბილისი

კონკურსი სადაც მონაწილისა და წამყვანის ერთმანეთისგან გარჩევა მხოლოდ საცურაო კოსტიუმით ხდება.

-ვა ნახე რა ლამაზი გოგოა.
-ეგ წამყვანია შეჩემა.

0

ზამასკა

თვისება, რომელიც აზარტული მოთამაშისთვის დამღუპველია, ხოლო კაზინოს მეპატრონეებს გამდიდრებაში ეხმარება. აქედან წარმოებს ზედსართავი სახელი ზამასკიანი რომელიც ახასიათებს ადამიანს რომელიც ძირითადად ფულის, სახლების წაგებით არის დაკავებული და ასევე ლომბარდების ხშირი სტუმარია.

-რაქენი გიუშ სახლი იყიდე?
-სახლი კიარა ჩემი ზამასკიანი დედას შევეცი.

0

ტვალეტს დაენძრა

ფრაზა გამოიყენება როდესაც 9 ლარიან შაურმას გადაირტყავ, სახლში წასვლის დრო კი ახლოვდება და მუცელში უკვე გრძნობ ცუნამის მომასწავებელ სიმპტომებს.

-რაღაც მუცელი მიბუყბუყებს.
-ეუფ საწყალი ტვალეტი მაგრად დაენძრა.

0

ბანკეტი

დღე, როდესაც გოგონებს მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლის ხოლო ბიჭებს "კოსტუმის" ჩაცმის და მისით თავის მოწონების პირველი რეალური შანსი ეძლევათ. ეს დღე გვევლინება როგორც სისუფთავის და მოწესრიგებულობის ზეიმი. ასევე ხშირია ამ დღემდე ქუსლებზე სიარულში "მეცადინეობა".

-გოგო ვინმეს არ იცნობ ქუსლებზე სიარულში რო ამზადებდეს დაჩქარებული წესით?
-კი, გოგო ჩემ მასწავლებელთან მოდი კარგად ამზადებს.

0

პეპსი-კოლა

მისტიური საგნის სახელწოდება რომელსაც უფროსი თაობის წარმომადგენლები ხშირად იყენებენ. მეცნიერებმა ჯერ ვერ მიაგნეს რას გულისხმობენ ისინი ამ სიტყვით. ერთერთი მეცნიერის მოსაზრების თანახმად ამ სახელწოდებას კავშირი აქვს გაზიანი სასმელების კომპანია "პეპსისთან".

-მიდი ბაბუ პეპსი-კოლა ამოიტანე.
-პეპსი-კოლა რა ჩემი შუშულაა.

0

ვრეკავ და მირეკავენ რა

ყლე ტელეფონის ქონისგან გამოწვეული უხერხულობისგან თავის დასაღწევი ფრაზა.

-ეგ რაარი შეჩემა ფანარი არ აქვს?
-გააჯვი რა ვრეკავ და მირეკავენ მეტი არ მჭირდება.

0

ქალებში წაყვანა

ეს არის უმტკიცესი ტრადიცია ჩვენს საზოგადოებაში. ამ უაღრესად საპასუხისმგებლო მისიის შესრულება ძირითადად ბიძაკაცების პრეროგატივაა და მაშინ ხდება როდესაც ზემოთხსენებული დისშვილის-ძმისშვილის სახეზე პირველ "პრიშიკს" შეამჩნევს.

-რას შვები ბიძი?
-რახეზე რა ჯანდაბა გაქვს? მე ვიცი მაგის წამალი.