0

გამირთულა, ეტყობა მაღალი ნიშნისკენ მივყავდი

საატესტატო გამოცდაზე გასული მეტიჩარა ბავშვის ფრაზა რომელიც ცდილობს თავისი კარგი მოსწავლეობა წარმოაჩინოს საზოგადოების წინაშე

ძააან გამირთულა ეტყობა მაღალი ნიშნისკენ წამიყვანა

0

მიყვარხართ ყველანი

ფეისბუქ სტატუსის გავრცელებული ფორმა, რომელიც ასობით მეგობარს ამცნობს ავტორის სიმთვრალის შესახებ.

აუ ძაან მთვრალი ვააარ
მიყვარხართ ყველანი

0

შენს ტანზეა შეკერილი

ამ ფრაზით გამყიდველი გიმტკიცებს, შარვალი რომელიც გაცვია და რეალურად ორი ზომით დიდი გაქვს, შენთვის არის შექმნილი.

-მგონი დიდი მაქვს...
-როგორ გეკადრება შენ ტანზეა შეკერილი, ჩემი მამიდაშვილის ცოლს წავუღე ზუსტად ასეთი (მეტი ნდობისთვის)

0

რომ მცოდნოდა მეც წამოვიდოდი

ამ ფრაზის ავტორისთვის ინსპირაცია ძირითადად სოციალურ ქსელში ნაცნობის (ნაცნობის და არა მეგობრის, დაქალის, ძმაკაცის ან უფრო ახლო პირის) მიერ დადებული ფოტოა.
მართალია სასტავთან არაფერ შუაშია ეს ადამიანი მაგრამ რომ ეთქვათ მიდიოდა მაინც :დ

- at ჭოგნარი
- აუ გოგო ჭოგნარში იყავი? რომ გეთქვათ მეც წამოვიდოდი

0

თუთხმეტი

ამ სიტყვას მათემატიკის მოხუცი მასწავლებლები იყენებენ "თხუთმეტის" ნაცვლად. ხშირად გამოიყენება სხვადასხვა ინტერპრეტაცია, მაგალითად "ხუთმეტი"

ათს მივუმატოთ ხუთი უდრის თუთხმეტს