0

ლიფტში ცხოვრობ?

კითხვა, რომელიც მიმართულია იმ ადამიანისკენ, რომელმაც კარი არ დაკეტა ოთახში შესვლისას.

- რა არის ლიფტში ცხოვრობ?! დახურე კარი.

0

ვერა მიჯდება

კითხვაზე პასუხი, რომელიც რა თქმა უნდა სიცრუეა. ძირითადად "ტელეფონს ვერ მათხოვებ?", "ვერ მათამაშებ?" და მსგავს შეკითხვებზე პასუხია.

- მათამაშებ?
- ვერა მიჯდება