0

მიდი, შეაგინე ძიას.

ფრაზა გამოიყენება სტუმრიანობის დროს, უხერხული სიჩუმის განსამუხტად ან ხალხის "გასაცინებლად". აუცილებელი პირობაა ზემოთ მოცემული ფრაზით მივმართოთ 3-5 წლის ბავშვს.

-მიდი, შეაგინე ძიას.
-დედამოტა
-ვახახახახაააა

0

შუტკა

საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის დაუწერელი კანონი რომელიც უფლებას გაძლევს აგინო პიროვნებას (ყველაფერი დედის გარდა, დედის შუტკის გახსნა ცოტა რთულია). რომელთანაც ეს აბსტრაქტული დოკუმენტი გაქვს გახსნილი.

-ჩემთან შუტკა გაქ?
-კი
-ხოდა შენი კარგი მოვტყან ხახახახა

0

თუ არაფერი გამოვიდა... წავალ ევროპაში ატმეჩკებზე

ფრაზას გამოიყენებენ პირები, რომლებიც უახლოეს მომავალში სარისკო ბიზნესის წამოწყებას აპირებენ. თუ ბიზნესმა არ გაამართლა მაშინ მზად არიან ევროპაში საქურდლად წასასვლელად.
მოკლედ რომ ვთქვათ ყველაფერი ან არაფერის პონტია.

-ბიჭო რო არ გაამართლოს?
-თუ არაფერი გამევიდა... წავალ ევროპაშ ატმეჩკებზე.

0

ბატიფეხური

ხელწერის ყველაზე დაბალი დონე. არსებობს ლეგენდა, რომ ბატიფეხურად გენიოსები წერენ, რადგან უფრო სწრაფად აზროვნებენ ვიდრე წერენ. სინამდვილეში ეს უაზრო არგუმენტია თავის გასამართლებლად

-რაარი ბიჭო, რავა ბატიფეხურად წერ. დაწერე ცოტა წესიერად.

0

სულ მხვანეზე გევლოს

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფრაზა რომელსაც გამოიყენებენ ახალი მანქანის მისალოცად მიუხედავად იმისა, რომ გამონათქვამის მნიშვნელობა არავინ იცის.

-ვაა, ახალი მანქანა იყიდე? სულ მწვანეზე გევლოს