ბიძერი - ქართული სლენგის ლექსიკონი
0

ფაიზაღი

ფაიზაღი მამა-პაპისეული სლენგური სიტყვაა და ნიშნავს ნაღდს, ნამდვილს, უეჭველს. ის როგორც წესი გამოიყენება დაფიცების ან დაგიენბის თავიდან ასაცილებლად, ან განაცხადისთვის მეტი დამაჯერებლობის მისაცემად.

სიტყვა "ფაიზაღი" დროსთან ერთად ჩანაცვლდა ახალი თაობის სიტყვევბით - ცვეტში, უუეეეჭველი, ა.შ.

დღესდღეობით სიტყვა ფაიზაღს შევხვდებით უფროსი თაობის (გძეტა ლეტ შიისატ) ბიძერების ტერმინოლოგიაში, რომლებსაც ქუჩაც უნახავთ, ქიციც იციან და ქიცმაცურიც, მაგრამ ბოლომდე ვერ აყვნენ თანამედროვეობას და სიტყვა - ცვეტში და ცვეტნოი ბაზარი მაგათთვის დასაძძძრახია.

სიტყვა 'ფაიზაღ'-ს უფრო ხშირად მტკვრის მარცხენა სანაპიროზე შეხვდებით.

- კაკო, უსმენ რას ბაზრობს ეს ლაწირაკი?!
- ფაიზაღს ბაზრობს ტოო!

1

მაიკის ჩათრევა

შიმშილის ექსტრემალური და უკიდურესი ფორმა, როდესაც ორგანიზმი, კერძოდ კუჭი, თვითნებურად ჭიპის ღიობიდან ისრუტავს მაისურს გადასამუშავებლად.

"ისე მშია მაიკას ვითრევ"