0

ბაწარს გრიხავ ?

ფრაზა რომელიც გამოიყენება იმ ადამიანის მიმართ რომელიც საპირფარეშოში ყოფნის ლიმიტებს აჭარბებს და სხვებსაც ალოდინებს.

-მალე გამოხვალ ?
-მაცადე
-რაიყო ბაწარს გრიხავ ?

0

შაყირნოი ვარიანტი

ფრაზა გამოიყენება პოსტ საბჭოთა საზოგადოებაში, უხერხული მოცემულობის დასახასიათებლად

-წითელი ტრუსიკი გაცვია შეჩემა ?
- შაყირნოი ვარიანტში რა

0

ალიკა

პიროვნება რომელიც პრობლემატურ სიტუაციებში კონტრარგუმენტობრივ პერსონაჟად გვევლინება.

მამაჩემის ძმაკაცია ალიკა ძმაოო, პოკერის თამაშით სახლი აქვს აშენებული

0

მოცარტი

საძმაკაცოს მიერ შერჩეული მეტსახელი ადამიანისა, რომელსაც მუსიკალური განათლება აქვს მიღებული

- ოე მოცარტ ! რამე ჩვენებური დაუკარი აბა

0

ფურუნკული

მიმართვა ძმაკაცისადმი ფინანსური დახმარების მიზნით

ძენგი დაი შე ფურუნკულო