0

შვილი

სიტყვა, რომელსაც უმეტესად შუახნის ქალები იყენებენ მოზარდების ან მცირე ასაკის ბავშვებისადმი მიმართვისას მეტროში, ავტობუსში და ა.შ. და რომელიც მიზნად ისახავს თავი არარაობად გაგრძნობინოთ.

შვილი, გამატარე, თუ შეიძლება

0

გატარება ხო არ გინდა?

მეტროს შესასვლელთან ოციოდე მეტრომანით აღჭურვილი თვითდასაქმებული ადამიანის ფრაზა, ერთგვარი რეკლამა მეტროთი მგზავრობის მოსურნე, მაგრამ უმეტრომანო ადამიანების მოსაზიდად.

- გატარება ხო არ გინდა? გატარება ხო არ გინდა? გატარება ხო არ გინდა?.....

0

გლიჯავს

იგივეა, რაც "ძალიან მაგარია"

-"მაღაროელი" ნახე?
- კი, ძმა, იმენა გლიჯავს