0

არ დავასველოთ?!

როდესაც ახლობლის/მეგობრის შენაძენი შენს ფინანსურ ან მატერიალირ მხარეზე არანაირ გავლენას ახდენს და ერთი სული გაქვს ამ ცხოვრებისაგან დაჩაგრულმა ხახაში არაყი გადაუშვა.

-ხოდა ბიჭო გუშინ მანქანა ვიყიდე..
-როდის დავასველოთ?!

0

რას გავს

როდესაც შენი ფიზიკური მონაცემების გათვალოსწინებით აღნიშნული პიროვნება “რას გავს” იცი რომ ზედ არ შემოგხედავს.

-ნახე ბიჭო რა ლამაზი გოგოა
-კაი შეჩემა რას გავს

0

რა პრობლემაა

როდესაც ვიღაც რაღაცაში დახმარებას გთხოვს,ზუსტად იცის რომ თავისუფალი დრო გაქვს და უარს ვერ ეტყვი,ამბობ “რა პრობლემაა”,სინამდვილეში კი გინდა მოცემულ მომენტში რაღაც დაეცეს თავში და ადგილზევე განუტევოს სული.

-ხვალ მაისური უნდა ვიყიდო და გამომყვები?
-რა პრობლემაა..