ბიძერი - ქართული სლენგის ლექსიკონი
0

ისეთ პონტში

იდეალური პასუხი კითხვაზე, როდესაც არც "კი"-ს თქმა გაწყობს, და არც "არა"-ს.

- გევასება?
- რავი, ისეთ პონტში.

0

მესის პონტში

ერთადერთი სწორი პასუხი, როდესაც გეკითხებიან, თუ რატო 'ბალეშიკობ' არგენტინას მსოფლიო თასზე.

- ვისკენ ხარ?
- არგენტინისკენ, მესის პონტში.

0

ჩამიწერეთ

ჯადოსნური სიტყვა, რომელიც ავალდებულებს ცოტათი-მაინც ნაცნობ გამყიდველს, ყველაფერი უფასოდ მოგცეს.

- ათი ლარისაა
- აუ ჩამიწერეთ და მერე ჩამოგიტანთ

0

ხოდა ვსიო

კამათის ნაადრევი დასრულების ყველაზე ეფექტური ფორმა.

- კაი მარა, დალევა ხო გინდა?
- ანუ რავი, ხო
- ხოდა ვსიო!