0

კოჭი მიმიხტის

თავმდაბალი ადამიანების ირონიული ფრაზა, რომელიც გამოიყენება კომპლიმენტის თქმის ან სელებრითთან შედარების შემდგომ , რითაც ხაზი ესმება აღნიშნული ფაქტის აბსურდულობას.

-რაღაცით მონიკა ბელუჩის ჰგავხარ
-კოჭი მიმიხტის მონიკამდე რა...

0

აუ ღადაობ ?

რიტორიკული კითხვა რომელიც გაკვირვების შემდგომ წარმოითქმება. აღსანიშნავია, რომ ხშირად კითხვა იმდენად დაძაბულად ჟღერს , რომ ადამიანი,ვისაც ეკითხებიან, თავს დამნაშავედ გრძნობს.

-გოგო წვიმა დაიწყო...
-აუ ღადაობ ?!

0

სხვა რას შვები

როდესაც უხერხული დუმილის შემდეგ მოსაუბრეს ამ კითხვის დასმას დაასწრებთ, თქვენ იგრძნობთ დიდ სულიერ სიმშვიდესა და შვებას , რადგან თქვენ არ მოგიწიათ მასზე პასუხის გაცემა.. ამიტომაც უდარდელად დაელოდებით მის პასუხს <3

-კაიაა...
- ხოო...
-სხვა რას შვები

0

ბრდღვნას გავადენ

გამოცდიდან ერთი დღით ადრე წარმოთქმული ფრაზა , რომელიც მასალის სრულყოფილად სწავლისთვის საჭირო მოტივაციის უმაღლეს დონეს გამოხატავს.

დღეს რომ დავჯდები, ბრდღვნას გავადენ მათემატიკას