0

ასე იტყვი ეს რა არიო

მოხუცი ბებო ცდილობს დაგიყოლიოს, გააკეთო რამე მაგარი ყლეობა

-ბებო, ნახე რა კარგი კაბაა, ოცი წლის რომ ვიყავი მაშინ მეცვა, არ ჩაიცვამ?? შენი მეგობრები ასე იტყვიან ეს რა არიო...

0

ტრაკზე მაკოცოს

როდესაც ვინმე არ გეხატება გულზე, პირში ვერ ეუბნები, მაგრამ ზურგს უკან დაქალებთან ჭორაობ.

-ნახე, როგორ ღვარძლიანად გამოგხედა.
-ტრაკზე მაკოცოს რაა

0

არ ვიცი რას ვუზამ

ასე გამოიხატება ძლიერი ბრაზი ვინმესადმი, როდესაც ადამიანის არ შეუძლია პირადად მივიდეს ადამიანთან და საკუთარი პრეტენზია უთხრას.

-გუშინ ისე გამაბრაზა, სადმე რომ შემხვდეს არ ვიცი რას ვუზამ.

1

გადასახლებაში ხოარ მიდიხარ

უფროსი პირის მიერ ნათქვამი წინადადება, როდესაც ვინმეს ჩემოდანში ბევრი ნივთი უწყვია.

-დედა, სამი დღით რჩები იქ და რამდენი რამე მიგაქვს გადასახლებაში ხოარ მიდიხარ?