0

ქეიპოპერი

ადამიანი რომელიც უსმენს ქეიპოპს (კორეულ პოპს). ძირითადად უწევთ მათი საყვარელი მომღერლების უმისამართო ლანძღვის ატანა.

-ქეიპოპერი ვარ.
-ეეი. შენ ჩინელები გევასება ჰო?

0

აბა ენა გამოყავი წავიკითხო

ეს ფრაზა გამოიყენება მაშინ, როდესაც ვინმე რამეს იძახის, ეკითხები რა თქვიო და არაფერიო გპასუხობენ

-რა თქვი?!
-არაფერი
-აბა ენა გამოყავი წავიკითხო

0

მე რომ შენხელა ვიყავი...

ამ ფრაზას ხმარობენ უფროსი ადამიანები, როდესაც რაიმე არ გამოგდის ან გეზარება. ასევე გამოიყენება მაშინ, როცა შენხელა მამაშენი შენზე ერთი წლით დიდი იყო.

-რატომ არ ალაგებ?!
-მეზარება...
-მე რომ შენხელა ვიყავი მთელი სამეზობლო მოფოცხვაზე მე მეძახდა!



-ლუი, რამდენი წლის ხარ?
-5-ის
-შენხელა რომ ვიყავი 6-ის ვიყავი