ბიძერი - ქართული სლენგის ლექსიკონი
0

წავედი, საქმე მაქ

არასასურველ დროს წამოწყებული საუბრის გაწყვეტის მცდელობა, რომელიც ძირითადად მარცხით სრულდება.

- ვაა, კაი კაცს სალამი !
- გამარჯობა ლადო ბიძია
- როგორა ხარ ნოდარევიჩ ჰა ?
- კარგათ ლადო ბიძია. თქვენ როგორ ბრძანდებით?
- რავიცი არამიშავს
- ისა, ლადო ბიძია წავედი მე, საქმე გაქ
- რა საქმეგაქ ბიჭო შენ, მოდი აქ. მამაშენი როგორაა...

0

ვიძინებ მე

ფრაზა რომელიც გამოიყენება მაშინ, როცა ღამით ვიღაც ბიჭი ან გოგო გწერს და არ გასვენებს.

...
- აუ ისე, მართლა მაგარი დღე იყო რა
- გეთამხმები
- კიდევ შევიკრიბოთ რა ასე
- კარგი იქნება
- ისე ეს შენი ქრაში რას გავს.
აქ ხარ ?
- ვიძინებ მე
- ოკ
Last Active - 4:16

0

მეჩქარება

მომენტი როდესაც ჟურნალისტი მოდის და გისვამს კითხვას, შენ კი არ გინდა რო სულელი გამოჩნდე

- რას ფიქრობთ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
- უკაცრავად, მეჩქარება

0

შენები როგორ არიან ?

ფრაზა, რომელიც მოსდევს საუბრისას ერთმანეთის მოკითხვას

-რაშვები გიო?
-რავი ვარ ზურაშ. შენ ?
-რავი მეც. შენები როგორ არიან?