0

ყვერის კაკალი

ითქმის ადამიანზე, რომელიც სიყრმისა შიგან უმეცრებით შენთვის არასასურველ ქმედებას ჩაიდენს ან რამეს გააფუჭებს.

"ხო გითხარი წითელს დააჭირე გაჭრის მეთქი, რა ყვერის კაკალი ხარ რაა..."

0

მამაშენს ყლე ქონდა თუ პიკასოს ფუნჯი?

ამ გამოთქმით მიმართავენ ძალიან მიმზიდველ და ლამაზ მანდილოსანს, რომელზეც რთულია დაიჯერო, რომ ყლით არის გაკეთებული.

"რა ლამაზი ხარ გოგონი, მამაშენს ყლე ქონდა თუ პიკასოს ფუნჯი?

0

დამუტლვა

ადამიანის მიმართ ფიზიკური ძალადობის ერთ-ერთი ფორმა. კონკრეტულ ადამიანზე, რომელსაც მსგავსი სახით მიაყენეს ფიზიკური ზიანი, დამუტლულიაო, ამბობენ.
სინონიმები: დამუტელება, გამუტელება, გამუტლვა

"ნერვებს ნუ მიშლი თორე დაგმუტლავ, ყლეო"
"ვიღაც ტიპი აგვიშარდა და მაგრად დავმუტლეთ, აბა რა ეგონა რო ბლატაობდა"

1

კეთილმინძრეული

ამ სიტყვით კლასიფიცირდება ადამიანი, რომელიც შენიანია და ყლეობა გაგიკეთა, მაგრამ ისეთი ყლეობაც არა, რომ დედის პროჭი აგინო და ატაშოლი დაადო.

"ნახე რა გამიკეთა ამ კეთილმინძრეულმა? შენიანი თუ გიზამს ისევ რა..."

0

მოწიე ჩაგიდგება

ფრაზა, რომელიც ადრეულ ასაკში მოწევის დაწყებისაკენ უბიძგებს არასრულწლოვნებს. ამ ფრაზას იყენებენ უფროსკლასელები, რომელთაც სურთ, რომ ყლებავშვებს სულ ჰქონდეთ სიგარეტი და გამოართვან.

"სიგარეტს ეწევი?
-არა
მოწიე ჩაგიდგება"

0

რა ყლეს ვეცე?

გამოუვალი მდგომარეობისას, ვითარების დრამატიზებისთვის გამოყენებადი ფრაზა.

"ვერ გავაძრე შეჩემა პროცენტის ფული და რა ყლეს ვეცე? მასესხე რა"

0

მე მიყვარს ჩვენ არა

ერთგვარი ბილინგვური თავსატეხი. ადამიანთა გამოუცდელ ჯგუფს ამ ფრაზას ოკუპანტის ენაზე ათარგმნინებენ და გულიანად იცინიან. ხშირად სიცილს თან მოსდევს დამცინავი შეძახილები მაგალითად: " ჰოდა აგერ მაქ შარვალში და დუდღნე"

"-აბა თქვი რუსულად მე მიყვარს ჩვენ არა
-ია ლუბლუ მი ნეტ
-აჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰა, ნახე რა ყლეა ბიჭო"