0

ფლუგენგეგენხოლენ

სიტყვა მომდინარეობს ლეგენდარული ფილმიდან "ევროტური" და გამოიყენება მაშინ როცა ინტიმური აქტის დროს პარტნიორისთვის რაღაც რომანტიულის თქმას ცდილობ მაგრამ იდეები არ მოგდის.
ზოგან იხმარება ლუდის მნიშვნელობითაც.

"მოიცა მოიცა მე ვთქვი ფლუგენგეგენხაიმენ, ფლუგენზიხენშალენ, ფლუგენხაგენშტალენ, ფენერბახჩე აააააააააააააააააააააა"

0

ივანოვოში რო დავაწვებოდიიით...

უფროსი თაობა ზოგჯერ ახსენებს მოსკოვთან და ლენინგრადთან ერთად. ეს იყო სსრკ-ს ერთ-ერთი "ტექსტილის დედაქალაქი" რომლის მაცხოვრებელთა 95%-ს სლავური სისხლის ეშხიანი მანდილოსნები შეადგენდნენ.
ამ სახელის ხსენება იწვევს ღუტუნს ქვედა ტანში, ერექციულ პროცესებს შესაბამის ორგანოებში და ჟუჟუნს თვალებში.

-მოსკოვი და ლენინგრადი ხო მარა აი ივანოვოში რაც დრო მაქ ნატარები ჩემო გივი, კაცმა არ დაიკვეხნოს (ამ დროს თამადა აწყვეტინებს ხოლმე საუბარს (პირობითად) გივის თანამოუბარს და ერთმორწმუნეობის სადღეგრძელოს დალევისკენ მოუწოდებს დამსწრე საზოგადოებას.

0

ჯიგიტი

პიროვნება რომლის სულიერი და ემოციური ტრანსფორმაცია შეიცავს ოდნავ თამამ და თავხედურ სენტენციებს მაგრამ დადებით მუხტს აფრქვევს და გარშემომყოფთათვის საკმაოდ თვალშისაცემია.

"-აუ თამადას შეხედე რა ექსტაზშია
-ხო, იმენნა ჯიგიტი ტიპია"

0

პაჟალუსტა ქალბატონი

40-ს გადაცილებული თავმოვლილი ქალბატონი რომელსაც თავი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე უჭრავს, როგორც მორალურ-მენტალურ-ფსიქოლოგიური კუთხით ისე გარეგნულადაც.
თუკი ამ წლოვანების ქალბატონი ზედმეტად მიმზიდველია ხშირად იყნებენ სიტყვა "დამა"-ს.
მისი უცხოური სინონიმებია: Middle age mature woman, Hot redhead, და სხვანი...

-აუ ნახე რა პაჟალუსტა ქალბატონი გაიჩითა!
-აბაააა! (გაოცება) ეხ ნეტაი ახლა არ ვიყო 65 წლის :(((((( (ლ'ნოსტალჟი)

0

მერდა

გამოიყენება იტალიური ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრების მიერ იმ გუნდების ან ფეხბურთელების მიმართ რომლებიც პრინციპულად არ მოსდით გულსა და სულში.
სიტყვა პირდაპირი მნიშვნელობით ითარგმნება როგორც ადამიანის ექსკრემენტალურ-ფიზიოლოგიური ნარჩენები.

-აუ ეს ინტერი რა მერდა გუნდია რააა...
-როგორი მერდა კაპიტანიც ყავთ გუნდიც ისეთია ხო გეუბნები!

0

აღიარება ხელისგულზე

ქართველი ავტორის წიგნი რომლის ელექტრონული ვერსიის გავრცელება ითვლება კანონდარღვევად და იწვევს სროკს, ანგარიშის დაბლოკვას და ჩხრეკის ორდერის ბეჭდვას.
იხილეთ მაგალითები ისტორიიდან: ჯოვანი ბოკაჩო "დეკამერონი" (შუა საუკუნეები), თომას მანი "ბუკენბროდები" (ნაცისტური ეპოქა), "ბიბლია" და "ახალი აღთქმა" (ადრეული სსრკ)

-ვინმეს აღიარება ხელისგულზე არ გაქვთ pdf რომ ჩამიგდოთ?
Like: 0
Comment: 0
Share: 0
Angry react: "Palitra L"

0

კორეია, იზრეელი, შვეცია...

იყენებენ 83-ს გადაცილებული მხცოვანი მამაკაცები პოლიტიკაზე საუბრის დროს.
კორეია-კორეა(ჩრდილოეთი ან სამხრეთი)
იზრეელი-ისრაელი
შვეცია-ეს უკანასკნელი სხვადასხვა შემთხვევებში გამოიყენება როგორც შვედეთის ისე შვეიცარიის აღსანიშნავად.

"-კოლია რავა ფიქრობ შენ, დეიწყებს კორეია ომს?
-რომელი კორეია?
-რამ გამოგალენგერა, კორეია არ იცი რომელი ქვეყანაა??
-ააა ხოო."

"-ეუფ იტალია შვეციასთან გამოვარდნილა"...

0

რომ გადახვალ გამიჩერე

ფრაზა რომელიც მოუწოდებს სამარშრუტო ტაქსის მძღოლს უახლოეს 30 მეტრში ორმხრივად უცნობ დათქმულ ლოკაციასთან მარშუტკის გაჩერებისკენ.

-რომ გადახვალ გამიჩერეთ

(სამი წამის და 10 მეტრის გავლის შემდეგ)
-ჩადიან?

0

ტ#აკი გააქ?

ამ თხოვნით ერთი ადამიანი მეორეს მაშინ მიმართავს როდესაც მობილური ტელეფონის თანამედროვე დამტენების ბლოკური ნაწილი არ მოეპოვება და მხოლოდ USB კაბელი აქვს.
ბლოკურ ნაწილს კი თავის მხრივ აუცილებლად აქვს USB 3.0 პორტი რომლითაც უესბეს და "ტრაკს" ერთმანეთს უკავშირებენ.

-ტ#რაკი გააქ?
-მანახე აბა... (ორი წამის შემდეგ)
-ააჰ არა ძმა, აიფონის მაქ მე და პრასტოი დამტენია :(

0

πზდეცი

ეს არის მომენტი, სიტუაცია, მოქმედება ან მდგომარეობა როცა გამოსავალი თითქმის არ არსებობს.
შანსი დაახლოებით 3.14-ია 100-დან

აუ ბიჯო იმ კახპას არ უნდა ავკიდებოდი... მაგარ πზდეცში ვარ რაა...