0

ქესთუმ

ეს სიტყვა გამოიყენება პირობითად, როდესაც ეთანხმები რაიმე სახის საკითხს ან შენთვის გასაგებია მოწოდებული ინფორმაცია

ბაზარ ქესთუმ

0

ხმარებაში გაიწევს

როდესაც ფეხსაცმელი პატარა გაქვს და გამყიდველი ცდილობს შემოგტენოს

-ააა სამწუხაროდ პატარა მაქვს
-არაუშავს ეგ არაფერი ხმარებაში გაიწევს

0

გააჯმევინე / გააჯმეინე

სიტყვა "გააჯმევინე" ან "გააჯმეინე" მოდის 20 - საუკუნის პირველი ნახევრიდან ეს სიტყვა იყოფა ორ კატეგორიად.
მოხსენებულ სიტყვას ხშირ შემთხვევაში იყენებენ როდესაც მეორე პირსა და მესამე პირს შორის საუბარი თქვენთვის გაურკვეველი ან მიუღებელია პირველი პირისთვის რა დროსაც შენ უკვე იყენებ მაგიურ სიტყვას "გაჯმას" და "ჩერეზ" მეორე პირიდან მესამე პირს აჯმევინებ...
ხოლო რაც შეეხება სიტყვა "გააჯმეინე"-ს ეს უფრო დამამცირებელია მაგას ისევ გააჯვა ის ჯობია !

აუ ეგ ხო სულ წუწუნებს გააჯმევინე რა !

0

გაწყდომა

დალევის უმაღლესი ფორმა, რომელიც ითვალისწინებს დალევას ბოლომდე.

მაგ: -დღეს დაბადებისდღეზე მივდივარ.
- რას შვები წყდები?
-ვწყდები

0

პატრონი არ მყავდა

მენისკთან ერთად ყველაზე გავრცელებული დამნაშავე თუ რატომ ვერ ითამაშა N პიროვნებამ ფეხბურთი.

- 15 წლამდე ნორჩ დინამოში ვიყავი და მერე პატრონი არ მყავდა რა და ვეღარ გავაგრძელე

0

რას ეწევი ჩვენც მოგვაწევინე

წინადადება რომელსაც იმის საილუსტრაციოდ იყენებენ, რომ ვიღაცამ მაგარი სისულელე თქვა და ამაში მთავარი დამნაშავე პლანია.

''ფოთის მერის განცხადებით, მალთაყვას ბათუმზე უკეთესი განვითარების პერსპექტივა აქვს.''
რენდომ ფბ იუზერის კომენტარი: ''რას ეწევა ასეთს, ჩვენც მოგვაწევინოს''

0

მოხვედი?

მშობლის მიერ დასმული კითხვა რომელიც არ დაისმებოდა, რომ არ მისულიყავი.

ჩხააკ
- დე მაგრად ცივა გარეთ
- მოხვედი?
- ??

0

სისხლის საერთო მაინც გავაკეთოთ

იყენებს ყველა ექიმი , ნებისმიერი პაციენტის მიმართ , ნებისმიერ სიტუაციაში, საჭიროების და მიუხედავად!

- ექიმო რაღაც ეს დღეები მუცელი მტკივა
- ოოო მაგისთვის წამლებს გამოგიწერთ , მაგრამ მოდი სისხლის საერთ მაინც გავიკეთოთ.

0

ეს ის არ არის რასაც შენ ფიქრობ

ფრაზა, რომლის მეშვეობითაც ცდილობ რაიმე გამართლება მოუძებნო საკუთარ თავს, ძირითადად ზუსტად ის არის, მაგრამ მაინც დასაკარგი რაღა დაგრჩენია.

-იმასთან ერთად რა გინდოდა?!
-ეს ის არ არის რასაც შენ ფიქრობ.

0

არა, არა, სხვა დროს

უნიკალური ფრაზა, რომელიც გამოიყენება ობიექტის კორექტულად მოსაშორებლად, მომავლის იმედით, რომელსაც ასრულება არ უწერია.

ძველ ნაცნობთან მოულოდნელი შეხვედრა:
-სულ დაიკარგე, გამოდი დღეს ჩემთან, მეგობრები ვიკრიბებით.
-არა, არა, სხვა დროს.