0

ნააბაროტ აიღე

ქართველი "სტაიანშიკების" უნივერსალური მანევრი რომელიც გეხმარება ნებისმიერ მომენტში.

ნააბაროტ აიღე და გახვალ

0

ნააბაროტ აიღე

თბილისელი სტაიანშიკების უნივერსალური გამონათქვამი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში გეხმარება

-მოვიდე?
-მოდი მოდი ოღონდ ნააბაროტ აიღე
-ო კაიაა

0

შეფუთვა და მოკვარახჭინება

ეს სიტყვა არც თუ ისე დიდი პოპულარობით სარგებლობს მაგრამ, რომ იცოდეთ მუქარის ერთ-ერთი ფორმაა

ბევრს ნუ ტლიკინებ თორე შეგფუთავ და მოგვაკვარახჭინებ

0

ისპანიწელი

ეს სიტყვა იხმარება იმის დასამტკიცეად, თუ რამდენად შემსრულებელი და გამკეთებელია ამა თუ იმ საქმის.

მაგარი ისპანიწელი როჟაა, თუ იტყვის ვსო წყალი არ გაუვა შეასრულებს

0

ისპანიწელი

ეს სიტყვა იმ შემთხვევაში იხმარება, როდესაც გინდა დაანახო თუ რამდენად შემსრულებელი და გამკეთებელია ადამიანი ამა თუ იმ საქმის

მაგარი ისპანიწელი როჟაა, რასაც იტყვის შანსი არაა გამკეთებელია

0

გილოცავ

დაბადებისდღის მილოცვის ფორმა, როდესაც გეზარება დარეკვა ან ტექსტის დაწერა, ასევე რომ არ მიულოცო ეგეც არ გამოდის და კიდევ ერთი, მომავლის დაყვედრების პერსპეკტივით, მე სულ გილოცავ

გილოცაავ :**

0

ერთმა გაასხა

ჩვეულებრივ ქართველი ვაჟ-კაცებს ხშირად ემართებათ მსგავსი რამ, როდესაც ტოტალიზატორში ბილეთი აქვთ დადებული რამდენიმე გუნდზე და ერთი ზააგებს

ერთმა გამისხმა ჩემი ბედის დდშვც.

0

სამოცდაცხრა

ეს სიტყვა გამოიყენება ისეთი 13-15 წლის ბავშვების მიერ, რომლებიც ასე თუ ისე "განათლებულნი" არიან, სურთ თავიანთი ცოდნის გამომჟღავნება და ამით სხვა ბავშვებისგან სიცილის გამოწვევა

მეორეს მხრივ კი სიტყვა ბევრის სინონიმია იმ შემთხვევაში თუკი არ ვიცით ზუსტი რაოდენობა

მასწავლებელი: დაასახელეთ რაიმე 3ის ჯერადი რიცხვი
ბავშვი N1- სამოცდაცხრა
დანარჩენები- *ჩუმად იცინიან*



-რამდენი გვერდია?
-და რა ვიცი მე, სამოცდაცხრა!

0

დედიკოს ბიჭი

ასეთი ტიპის სუბიექტები წარმოადგენენ 11 დან 15 წლამდე მამრობითი სქესის ადამიანებს, რომლებსაც "ქურდული" არ ესმით და საქმის გარჩევის დროს/შემდეგ იმუქრებიან საქმეში უფროსების ჩარევით. (ასევე ახასიათებთ ენის მიტანა) როგორც წესი ეს ყველაფერი ამ სუბიექტზე"დედიკოს ბიჭის" იარლიყის დადებით მთავრდება.

-ამას ასე ვერ დატოვებთ, ყველა გაიგებს და დაისჯებით!
-რატომ, დედიკოს ბიჭი ხარ?

0

ბირჟაობა

ზოგადად ბირჟაობენ უბანში, ეს არის აღმნიშვნელი იმისა, რომ ხარ უსაქმური. ამ დროს ძირითადად სვამენ ლუდს და მიირთმევენ მზესუმზურას.

წამო უბანში დავბირჟავდეთ