0

შეჩემა

მამრობითი სქესისთვის მნიშვნელოვანი და საყვარელი სიტყვა(შემოკლებული ვერსია-შეჩ),რომლის შინაარსი არავისთვისაა ცნობილი და მეტწილად სიყვარულის მატარებელია ზემოთ ხსენებული

რაშვები შეჩემა?სადხარ შეჩემა?მოდი შეჩემა?რატო შეჩემა და ა.შ.

0

შეჩემა.

შეჩემა არის უნივერსალირი სიტყვათშეთანხმება, რომელიც გამოიყენება ნებისმიერ წინადადებაში.
იყენებენ სხვადასხვა მნიშვნელობით წინადადების შინაარსის მიხედვით, ძირითადად იხმარება პიროვნების მიმართ, რომელთანაც ახლო კეთილმეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს, წინადადებაში სახელის მრავალჯერადი გამოყენებით გამოწვეული ტავტოლოგიის ასაცილებლად. ხშირად მოსაუბრე მეორე უსასრულობაში ვარდება და ტავტოლოგიას თვითონ ,,შეჩემა" იწვევს.
უნდა აღინიშნოს ისიც რომ ,,შეჩემა " ცოტა იყენებს მრავლობითში, კნინობით ფორმაში.

1) - ლევან გაიგე ლაშას მამა გარდაიცვალა.
- კაი შეჩემა, მართლა?! (წუხილი)
2) - გიო როგორა ხარ შეჩემა ? ! (ტავტოლოგიისგან თავის არიდება )
3) თქვეჩემა როგორა ხართ? ( მიმართვა ჯგუფად შსკრებილი მეგობრების მიმართ ან განდონა ბავშვის მიმართვა ბიძიასადმი)

0

ვინდოუსის გადაყენება იცი?

მეზობლების,მეგობრების,ნათესავებისა და ნაცნობების საყვარელი ფრაზა,როცა აღნიშნული ადამიანები გიყენებენ როგორც უფასოდ ვინდოუსის გადამყენებელს.კითხვის მიზანია მკითხველს დააზოგინოს 20 ლარი

როცა ზემოთჩამოთვლილი ადამიანები გიყენებენ როგორც უფასო ვინდოუსის გადამყენებელს

0

ყიყლიყო

ათქვეფილ კვერცხში ამოვლებული პური, რომელიც შეთავაზებულია ოჯახის დიასახლის მიერ სხვა წევრებისადმი, ძველი პურის "გასაღების" იმედით.

ყიყლიყო ხო არ გინდათ?

0

ციგნებთან ვიყიდე

ორსიტყვიანი წინადადება, რომელიც მთელ რიგ ლოგიკურ მსჯელობას მოიცავს. დაზუსტებით რომ ვთქვათ, აღნიშნული წინადადება გვეუბნება, რომ პიროვნებამ, 15 წამიანი ვაჭრობის შემდეგ 70 ლარად შეფასებული ნივთი, 5 ლარად შეიძინა.

-აუ ბიჭო საათი გამიფუჭდა... არადა 15 წუთის წინ ვიყიდე ციგნებთან!

0

ცეკვა

ეგრეთწოდებული ხელების გაშლა,გამოიყენება ქორწილებში ჭორიკანა ქალებისთვის თავის მოსაწონებლად

ნახეე რას ცეკვავს

0

სასუქს გაყრიდნენ?

მაღალი ადამიანისადმი მიმართვის ფორმა,რომელიც სინამდვილეში გულისხმობს შურს იმის გამო,რომ სასუქმიყრილი ინდივიდი შენზე მაღალია

შენ რაა სასუქს გაყრიდნენ ბიჭო??

0

მაწონზე გაუშვა

“მაწონზე გაუშვა” გამოიყენება, როდესაც ფეხბურთში მოწინააღმდეგეს აირიდებენ ცრუ მოძრაობით,ხსენებული მეტოქე კი ვერ ინარჩუნებს წონასწორობას და სცდება ბურთს არანსკლებ ერთი მეტრისა.

მაწონზე გაუშვა
მაწონზე გაშვება

0

კიო ხომ არაა

ფრაზა გამოიყენება მაშინ როდესაც გასაოცარი დაუჯერებელი რამ მოხდება.

====